startup_georgia_logo
usaid_logousaid_logo

ახალი საწარმოები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემებში

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამისა და სტარტაპ საქართველოს ერთობლივი ახალი ინიციატივის მიზანია, საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემებში ინოვიციური ბიზნესების განვითარება ახალი შესაძლებლობების გაჩენის, შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.ინოვაციურად განიხილება ბიზნეს იდეა, რომელიც:

  • სთავაზობს ბაზარზე არსებული შეთავაზებისგან განსხვავებულ ახალ პროდუქტს, სერვისს ან ტექნოლოგიას
  • იწვევს ცვლილებებს ტრადიციულ დარგებში არატრადიციული ბიზნეს მოდელის ან ტექნოლოგიის შემოტანით
  • იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს პრობლემების უფრო ეფექტურად გადაწყვეტისთვის
  • სთავაზობს მასშტაბურ გადაწყვეტას ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად,
  • სთავაზობს მომხმარებელზე ორიენტირებულ დიზაინს,
  • სთავაზობს გარემოსდაცვითი პრობლემების ახლებურ გადაწყვეტას.

ბიზნეს იდეა უნდა განხორციელდეს გამყოფი ხაზის მიმდებარედ 11 მუნიციპალიტეტის 94 თემში (იხ. ჩამონათვალი).

პროგრამა მოიცავს ორ ეტაპს: პრე-აქსელერაცია და ინვესტირების ეტაპი.

პრე-აქსელერაციის ეტაპი: მონაწილეები 4-6 კვირის განმავლობაში გაივლიან ტრენინგს და მიიღებენ მენტორულ დახმარებას იმისათვის, რომ საკუთარი იდეები აქციონ სრულფასოვან ბიზნესად. პრე-აქსელერაციის ეტაპის გავლის შემდეგ მეწარმეებმა უნდა შეძლონ სრულყოფილი ბიზნეს გეგმის შედგენა, რომლის განხილვაც მოხდება ინვესტირების ეტაპზე.

ინვესტირების ეტაპი: ინვესტირების ეტაპში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის მეწარმეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან პრე-აქსელერაციის ეტაპს. USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და სტარტაპ საქართველო, დაფინანსების მიზნით, შეარჩევენ წარმატებულ ბიზნეს პროექტებს. სტარტაპ საქართველო განახორციელებს შეღავათიან გრძელვადიან ინვესტიციას კაპიტალში მონაწილეობის სახით, ხოლო USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა გასცემს საგრანტო დაფინანსებას. თითოეულ წარმატებულ განმცხადებელს მოეთხოვება ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ით თანადაფინანსება. ბიუჯეტის დარჩენილ თანხას თანაბრად დააფინანსებს USAID- ის ძლიერი სოფლის პროგრამა და სტარტაპ საქართველო. მაგალითად: თუ ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული საერთო ბიუჯეტია 200 000 ლარი და განმცხადებლის თანამონაწილეობაა 20 000 ლარი, სტარტაპ საქართველოს ინვესტიცია შესაძლოა იყოს 90 000 ლარი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის გრანტი კი - 90 000 ლარი.

პრე-აქსელერაცია და ინვესტირება განხორციელდება ეტაპობრივად მუნიციპალიტეტების მიხედვით.

პრე-აქსელერაციის პროგრამა გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სამიზნე თემებში.

მონაწილოების მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი ბიზნეს იდეა. შეავსეთ განაცხადის ფორმა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა- 2024 წ, 17 მაისი.

განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: განაცხადის ინოვაციურობა, გუნდის გამოცდილება და კვალიფიკაცია.

პრე-აქსელერაციის პროგრამა საჩხერის, ონის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მესტიის მუნიციპალიტეტების სამიზნე თემებში. განაცხადების მიღება იგეგმება 2024 წ. სექტემბერში.

Gerb_of_Georgia
Startup_Fondi
Gita_logo
phone_icon_red+995 32 2 03 31 23
mail_icon_redINFO@STARTUP.GOV.GE
address_icon_redვ. ბერიძის 6, თბილისი 0108

© 2024 STARTUP.GOV.GE