startup_georgia_logo

მონაწილეობის პირობები

პროგრამის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსდეს ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. „სტარტაპ საქართველო" პროექტების შერჩევის პროცესს წარმართავს კონკურსის წესით, წარმოდგენილი განაცხადებიდან საუკეთესო პროექტების შერჩევის გზით. „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა"-ში მონაწილეობის მსურველი (განმცხადებელი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • iconგანმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (ან პირთა ჯგუფი)
  • iconწარმოდგენილი იდეა უნდა იყოს ინოვაციური და ჰქონდეს ბიზნეს პერსპექტივა
  • iconგანცხადებელს უნდა გააჩნდეს საკუთარი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ხედვა და მზადყოფნა

პროექტების შერჩევისა და განხორციელების პროცესი

  • icon

    განაცხადის შევსება

    განმცხადებელს „სტარტაპ საქართველოს" ვებგვერდის საშულებით შეუძლია წარადგინოს ბიზნესიდეა და სხვა დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელი დარწმუნებულია, რომ მისი იდეა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ ბიზნესიდეას და ორიენტირებულია გლობალურ ბაზარზე, განმცხადებელი ავსებს მაღალტექნოლოგიური კომპონენტის განაცხადის ფორმას, სხვა შემთხვევაში, განმცხადებელი ავსებს ინოვაციური კომპონენტის განაცხადს."

  • icon

    განმცხადებელთან კომუნიკაცია/შეხვედრა

    კითხვების არსებობის შემთხვევაში მოხდება განმცხადებელთან დაკავშირება და/ან განხორციელდება ვიზიტი პროექტის სავარაუდო ადგილმდებარეობის, ან სხვა კომპონენტების დასათვალიერებლად.

  • icon

    განმცხადებელთან კომუნიკაცია/შეხვედრა

    კითხვების არსებობის შემთხვევაში მოხდება განმცხადებელთან დაკავშირება და/ან განხორციელდება ვიზიტი პროექტის სავარაუდო ადგილმდებარეობის, ან სხვა კომპონენტების დასათვალიერებლად.

  • icon

    განაცხადის განხილვა

    შემოსულ განაცხადებს განიხილავავენ „სტარტაპ საქართველოს" წარმომადგენლები, ხდება ბიზნეს იდეის საბოლოო ფორმით ჩამოყალიბება (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებლის მონაწილეობით) და „სტარტაპ საქართველოსთან" არსებული კომიტეტისთვის წარდგენა. განხილვა მიზნად ისახავს თითოეული მიღებული განაცხადის ინოვაციურობისა და პერსპექტიულობის შეფასებას.

  • icon

    კომიტეტის გადაწყვეტილება

    კომიტეტი აფასებს პროექტის ინოვაციურობას, ეფექტიანობასა და მდგრადობას, იღებს გადაწყვეტილებას პროექტის კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა დამტკიცდეს სს „საპარტნიორო ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.

  • icon

    კონკურსში გამარჯვებული პროექტების გამოცხადება

    „სტარტაპ საქართველო" ყოველთვიურად გამოაქვეყნებს კომიტეტის მიერ გამარჯვებულად მიჩნეული პროექტების სიას.

  • icon

    ტრენინგი

    განმცხადებლებს, რომლებიც ვერ მიიღებენ დაფინანსებას, მათივე სურვილისამებრ, ჩაუტარდებათ ტრენინგი ბიზნესგანათლებისა და ბიზნესის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ამასთან, აღნიშნულ კონკურსანტებს შეუძლიათ ხელახლა წარადგინოს ახალი, ან იგივე იდეა მომდევნო კონკურსში.

  • icon

    პროექტის დაფინანსება

    პროგრამის ფარგლებში საინვესტიციო დაფინანსებას იღებს იურიდიულ პირი, რომლის დამფუძნებლებიც არიან გამარჯვებული განმცხადებელი (ან განმცხადებელთა ჯგუფი) და „სტარტაპ საქართველო“. ამისათვის ხდება ახალი კომპანიის რეგისტრაცია, ან შესაძლებელია უკვე არსებულის დაფინანსებაც, თუ მისი რეგისტრაციიდან განაცხადის წარმოდგენის თარიღამდე არ არის გასული 6 თვეზე მეტი. თანხის ჩარიცხვამდე განმცხადებელთან ფორმდება პარტნიორთა შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება „სტარტაპ საქართველოდან" დაფინანსების მიღების წესი და წინაპირობები, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობები.

  • icon

    მენტორინგი

    საჭიროების შემთხვევაში კონკურსში გამარჯვებულ განმცხადებლებს პროექტის დაწყებამდე, ან იმპლემენტაციის პროცესში კონსულტაციას გაუწევენ სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მქონე მოწვეული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.

  • icon

    მონიტორინგი

    თითოეული დაფინანსებული პროექტი ხდება „სტარტაპ საქართველოს" მხრიდან მონიტორინგის საგანი. მონიტორინგის მიზანია გამოყოფილი თანხების ათვისების მიზნობრიობის კონტროლი, პროექტის ბიზნესგეგმის შესრულების მონიტორინგი, მენეჯმენტის ეფექტიანობის მონიტორინგი და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა პირობების შესრულების მონიტორინგი.

  • icon

    ერთობლივი საწარმოდან გამოსვლა

    პარტნიორთა შეთანხმებით დადგენილ ვადებში და პირობებით განმცხადებელი ახორციელებს წილის გამოსყიდვას, რის შემდეგაც ხდება ერთობლივი საწარმოდან „სტარტაპ საქართველოს“ გამოსვლა.

Gerb_of_Georgia
Startup_Fondi
Gita_logo
phone_icon_red+995 32 2 03 31 23
mail_icon_redINFO@STARTUP.GOV.GE
address_icon_redვ. ბერიძის 6, თბილისი 0108

© 2024 STARTUP.GOV.GE