პროექტის დასახელება: abiturienti.ge (ინფორმაციული ტექნოლოგიები; განათლება)
პროექტის შესახებ: პროექტი გულისხმობს აბიტურიენტთა და სკოლის მოსწავლეთათვის ინტერნეტ - სასწავლო კურსების შექმნას, რაც მათ საშუალებას მისცემს მოემზადონ ეროვნული და სასკოლო -CAT გამოცდებისათვის ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით. ინტერნეტ სასწავლო კურსები შეიქმნება შემდეგ საგნებში:
·მათემატიკა
·ზოგადი უნარები(ვერბალური ნაწილი)
·ზოგადი უნარები(მათემატიკური ნაწილი)
·ქართული ენა
·ქართული ლიტერატურა
თითოეული საგანი დაყოფილია სასწავლო თემებად, გაკვეთილის სტრუქტურა მოიცავს: ვიდეოგაკვეთილებს, თეორიულ მასალას, ტესტებს, საშინაო დავალებებს. თითოეული საგანი შედგება 80-120 გაკვეთილისგან. გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს 30-45 წუთს.
პროექტ abiturienti.ge-ის ერთ-ერთი უპირატესობაა მისი ხელმისაწვდომობა. პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 11 ადამიანი
განხორციელების ადგილი:თბილისი
გუნდის შესახებ: ილია ტუღუში 27 წლის, განათლება - საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიის ინჟინერიის და მათემატიკური სკოლა; GTN Technologics – Head of Corporate Customer Department; ხათუნა ტუღუში24 წლის, განათლება- თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი; LLC KPMG Georgia; Corporate Finance department; ალექსანდრე ტუღუში 64 წლის, განათლება - თეორიული ფიზიკა, პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი L International” დამფუძნებელი
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 69,000 ლარი
„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია:62,000 ლარი
ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი