პროექტის დასახელება: WINGO
მოკლე აღწერა: Wingo.ge არის ინტელექტუალური-გასართობი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ინტელექტუალურ შეჯიბრებებში მონაწილეობა და პრიზების მოგება
•მეორე მხრივ, დამკვეთებისთვის/პარტნიორებისთვის ინოვაციური მარკეტინგული პლატფორმა, სადაც კონტენტი თავადაა რეკლამა
•Wingo.ge მოიცავს ათობით გათამაშებას ერთ სივრცეში,რაც უზრუნველყოფს ვიზიტორთა უწყვეტ ნაკადს
vგვერდის უპირატესობები:
•ბრენდებთან შეხების წერტილების სიმრავლე და მრავალფეროვნება
•გასათამაშებელი პრიზებისა და პარტნიორი ბრენდების რეკლამირება სხვადასხვა დამატებითი არხების საშუალებით (FB Posts , FB Ads , FB Retargeting , Google Ads , Myvideo.ge)
•ადაპტირებულია ყველა ზომის ეკრანზე-კომპიუტერზე, ტაბლეტსა და მობილურზე
აპლიკანტებმა პროექტზე მუშაობა 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყეს. რამდენიმე თვიანი დეველოპერული სამუშაოების შემდეგ პროექტი, ბეტა-ტესტირების რეჟიმში, ივლისის დასაწყისში გაეშვა. 1.5-თვიანი ტესტირების შედეგები ასეთია:
•დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა: 8,276
•უნიკალურ ვიზიტორთა რაოდენობა: 37,422
•ვიზიტორების მაქსიმალური დღიური რაოდენობა (DAU): 7,000
•გვერდების ნახვების რაოდენობა: 793,992
•თამაშების ჯამური რაოდენობა: 69,391
•გათამაშებული პრიზების რაოდენობა: 540
•Wingo-ს Facebook გვერდის Like-ების რაოდენობა: 10,110
•Wingo-ს Facebook აქტივობებში ჩართული მომხმარებლების რაოდენობა: 48,973
•ვინგოს Facebook აქტივობებზე მოსაუბრეთა რაოდენობა (PTA): 16,647
•ჯამური Facebook Reach: 670,446
პროექტის ფარგლებში დასაქმდება 10 თანამშრომელი
განხორციელებისადგილი: თბილისი
გუნდის შესახებ: ივანე გიგოშვილი 27 წლის, რისკების ანალიტიკოსი 6 წლიანი გამოცდილებით; საბა ჯავაშვილი 27 წლის, მარკეტინგის სპეციალისტი 4 წლიანი გამოცდილებით, ლევანცხადაძე 27 წლის, პროექტების მენეჯერი 6 წლიანი გამოცდილებით
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 108,900 ლარი
„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია: 98,000 ლარი
ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი