პროექტის დასახელება: ინოვაციური დეკორატიული აგურის წარმოება
პროექტის შესახებ: პროექტი მოიცავს ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოებას და რეალიზაციას. პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გარე ფასადისთვის ასევე ინტერიერისთვის. პარტნიორები აწარმოებენ სპეციალური ცემენტისა და მინარევებისგან დამზადებულ აგურის ჩარჩოს, რომელშიც შესაძლებელია სხვადასხვა მასალის ჩასმა. პარტნიორების ინფორმაციით, კონკურენტი ფირმების მიერ წარმოებულ და იმპორტულ აგურებთან შედარებით, მათ მიერ წარმოებული აგური არ იკეთებს მარილებს, არის ნესტ გამძლე, ყინვა გამძლე, და სიცხე გამძლე. მათ ასევე გააჩნიათ დანადგარი რომელიც საშუალებას იძლევა, მომხმარებელს შესთავაზონ სხვადასხვა დიზაინის აგურები. საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში, პარტნიორებს ასევე მოპოვებული აქვთ პატენტი. მათ აქვთ გაფორმებული წინასწარი შეთანხმება 3 ყველაზე მსხვილ რეალიზატორთან ქვემო ქართლის მასშტაბით, რათა განათავსონ თავიანთი პროდუქცია სარეალიზაციოდ. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე დასაქმდება 2 მუდმივი თანამშრომელი
განხორციელებისადგილი: რუსთავი
გუნდის შესახებ: კახაბერ თუთბერიძე, აქვს მრავალწლიანი საბუღალტრო მუშაობის გამოცდილება, წლების განმავლობაში იყო მთავარი ბუღალტერი სხვადასხვა კომპანიებში, 2014 წლიდან არის შპს „ჯეო პროდაქტს კომპანიის" დირექტორი; რომელი ცინაძე წლების განმავლობაში მუშაობს ხელოსან ოსტატად, 2005-2012 წლებში მუშაობდა შპს „ატუ"-ს მშენებელ-ოსტატად. აგურის ჩარჩო მისი გამოგონებაა
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 44,500 ლარი
„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია: 40,000 ლარი
ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 4 წელი