2016-11-16

ვინტი

პროექტის დასახელება: Vinti (ინფორმაციული ტექნოლოგიები)

პროექტის მოკლე აღწერა: Vinti იქნება უნივერსალურისაძიებო სისტემა სატრანსპორტო კომპანიებისთვის, სადაც LIVE რეჟიმში შეიძლება სასურველი ტრაილერის პოვნა და შემდეგ მისი კონტროლი. სისტემა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: მობაილ აპლიკაცია და ვებ-გვერდი. აპლიკაციას აყენებს ტრაილერის მძღოლი (მომავალში ტრაილერების მფლობელი კომპანია) და არეგისტრირებს ბაზაში თავისი მანქანის შესაბამის მონაცემებს.Vinti-ის ვებგვერდზე კლიენტებს (დამკვეთებს) შეუძლიათ იპოვონ მათთვის სასურველ ადგილზე თავისუფალი ტრაილერი და თანხის სანაცვლოდ მიიღონ მძღოლის საკონტაქტო ინფორმაცია. კლიენტებს ასევე შეუძლიათ ნახონ მძღოლის რეიტინგი და LIVE რეჟიმში დააკვირდნენ გადაზიდვისას ტვირთის მდებარეობას

პლატფორმის უპირატესობები:

გადამზიდი საშუალებების დიდი არჩევანი

მარტივი საძიებო სისტემა

ტრაილერების თრექინგი

გარანტირებულად „პირველი ხელის" სერვისი

დამკვეთის დროის და თანხის დაზოგვა

აპლიკაციას სარგებელი მოაქვს გადაზიდვაში ჩართული ყველა რგოლისთვის (ტვირთმფლობელი კომპანია, ექსპედიტორი, სატრანსპორტო კომპანია, კერძო მძღოლი)

პროექტის ფარგლებში დასაქმდება 7 ადამიანი

განხორციელებისადგილი: თბილისი

გუნდის შესახებ: ივანე კონტრიძე 24 წლის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, გაყიდვების ჯგუფის უფროსი, სატრანსპორტო კომპანია „ვენგო ჯგუფი"

დავით ჭკუასელი 24 წლის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ანგარიშთა მმართველი, სატრანსპორტო კომპანია „ვენგო ჯგუფი";თენგიზ ალპენიძე 24 წლის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, მობაილ ბანკინგის განვითარების სპეციალისტი, „თიბისი ბანკი";მინდია ჩუბინიძე 23 წლის, IT დეველოპერი; დეველოპერი"Mobile Finance Service – Georgia”

პროექტისჯამური ბიუჯეტი: 68,400 ლარი

„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია: 61,560 ლარი

ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016