2016-11-16

ვაშლის ჩიფსების წარმოება

პროექტის დასახელება: ვაშლის ჩიფსების წარმოება

პროექტის შესახებ: პროექტი გულისხმობს ინფრაწითელი შრობის ტექნოლოგიით ვაშლის ჩიფსების წარმოებას,რომელიც სტანდარტული ჩიფსების ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივა იქნება.თანამედროვე მსოფლიოში მსგავსი ტიპის პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. იდეის განსახორციელებლად შერჩეული ინფრაწითელი შრობის ტექნოლოგია სრულიად უსაფრთხოა,მისი მთავარიუპირატესობა ისაა,რომ პროცესისმიმდინარეობისას ნედლეულიდან შრება მხოლოდწყალი დავაშლში არსებულისასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილირჩება უცვლელი.ამ ტექნოლოგიის გამოყენებით მიიღებახრაშუნა ვაშლისჩიფსები ზეთშიშეწვისა დადანამატების გარეშე.გარდა ამისა, მიმდინარეობს ვაშლში არსებული შაქრების კარამელიზაცია, რაც პროდუქტს განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს. აღნიშნული პროდუქტი განსხვავდება მსოფლიო ბაზარზე არსებული ხილის ჩიფსებისგან,რომელთა დამზადების ტექნოლოგია სხვადასხვაგვარია (frying, deep frying,vacuum frying, baking). ამ შემთხვევებში პროდუქტში არსებული ნუტრიენტრების და ვიტამინების გარკვეული ნაწილი იშლება და, შესაბამისად, პროდუქტის კვებითი ღირებულება მცირდება. მათგან თითქმის ყველა შემთხვევაში ჩიფსს სჭირდება სხვადასხვა სახის არასასურველი დანამატი, რაც, ბუნებრივია, საბოლოო პროდუქტის ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. გარდა ამისა, მიღებული პროდუქტი უფრო ჩირს წარმოადგენს, ვიდრე ჩიფსს. საწყის ეტაპზე იგეგმება 3 სახეობის (გოლდენი, აიდარედი, ქართული მწვანე) ვაშლის ჩიფსის წარმოება, სამომავლოდ წარმოებაში ჩაეშვება სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსებიც. აპლიკანტებს მოგებული აქვთ სხვადასხვა საგრანტო კონკურსი ევროპაში. პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 7 ადამიანი

განხორციელების ადგილი:გორი

გუნდის შესახებ: შალვა მძინარაშვილი 22 წლის, პროფესია - კვების ტექნოლოგი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; ნონა ნონიაშვილი 22 წლის, პროფესია - კვების ტექნოლოგი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;თამარ შეითნიშვილი 22 წლის, პროფესია - ფინანსისტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 110,000 ლარი

„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია:90,000 ლარი

ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016