2016-11-16

ინოვაციური დეკორატიული ფილების და კერამიკული სივრცული აგურის წარმოება

პროექტის დასახელება: დეკორატიული ფილებისა და კერამიკული სივრცული აგურის წარმოება - რეალიზება (სამშენებლო მასალების წარმოება)

პროექტის შესახებ: პროექტი გულისხმობს თიხის ვაკუუმირების პროცესის გამოყენებით ინტერიერისა და ექსტერიერის, ასევე იატაკის, ტროტუარის, დეკორატიული ფილების და სივრცული თხელკედლიანი კერამიკული აგურის წარმოება - რეალიზებას ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე. ახალი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და გამარტივებული ტექნოლოგიით მიღებულია მაღალი ხარისხის კერამიკული პროდუქცია, რომელიც იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით დაბალი ფასითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება შეიცვალოს პრაქტიკაში გავრცელებული სინესტისგან დამცავი ლითონის ფურცლები, პროდუქტი სრულყოფილად დაიცავს შენობის გარე კედლებს გადაჭარბებული ნესტისგან. აპლიკანტი აპირებს სივრცული კერამიკული აგურით, სამომავლოდ ჩაანაცვლოს ცემენტის ბლოკი. სივრცული აგურის უპირატესობები:
•თბოიზოლაცია - სივრცულ აგურს გააჩნია სამი ან ოთხი შიდა ჰაერის კამერა
•ჰიდროიზოლაცია - თიხის ფორმირების დროს გამოიყენება ვაკუუმირების პროცედურა, რა დროსაც ხდება ჰაერის და წყლის ნაწილაკების ამოტუმბვა, შედეგად ვიღებთ კერამიკულ მასალას რომელსაც არ გააჩნია ფორები, რაც ნესტის შეღწევას პრაქტიკულად გამორიცხავს
•წონა - სივრცული აგური იწონის 7 კგ.-ს, როცა იგივე პარამეტრების ცემენტის ბლოკი იწონის 22 კგ.-ს; აგურის მცირე წონა ამცირებს სახლის საბოლოო მასას, რკინაბეტონის კარკასის ჩამოსხმისას გამოყენებული არმატურის რაოდენობა და ფუნდამენტის სიღრმე პირდაპირპროპორციულია სახლის მასისა, რაც მშენებელს საგრძნობ ეკონომიას აძლევს
•ეკონომიურობა - ვინაიდან სივრცული აგურით აშენებული კედელი უფრო იზოლირებულია, ვიდრე ცემენტის ბლოკი, მშენებელს აქვს უფლება გამოიყენოს 20 სმ-იანი სიგანის ცემენტის ბლოკის მაგივრად, 15 სმ სიგანის სივრცული აგური
•მუდმივობა - პარტნიორის ინფორმაციით გამორიცხულია კერამიკის დაშლა, გამოფიტვა, დაჟანგვა და დალპობა
•ეკოლოგიურობა - კერამიკული ნაწარმი მზადდება სუფთა თიხისგან, მასში არ ხდება არანაირი მინარევის გარევა
PUM-ის ექსპერტის დახმარებით მომზადდა პროექტის ტექნიკური მხარე და ჩატარდა ნედლეულის ექსპერტიზა, მასთან ერთად შეირჩა თიხა, რომელიც ანალიზებზე გაიგზავნა ჰოლანდიაში, TCKI independent research institute - ში და მიღებული პასუხით დადგინდა, რომ სოფელ მერიაში მოპოვებული თიხისგან შეიძლება დამზადდეს სივრცული აგური და დეკორატიული ფილები.
პარტნიორს აქვს ლიცენზია თიხის აგურის 42 000 კუბურ მეტრ ოდენობით მოპოვებაზე 2019 წლამდე; პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 3 ადამიანი
განხორციელების ადგილი: ოზურგეთი, სოფელი მერია
გუნდის შესახებ: შოთა მარგალიტაძე 39 წლის, დაამთავრა ვეინშტეფანის უმაღლესი სკოლა, ასევე ივანოვოს საფეიქრო აკადემია. სხვადასხვა დროს იყო ს.ს „ოზურგეთის ლუდისა და ხილეული წყლების ქარხნის" ტექნიკური დირექტორი, ს.ს „ოზურგეთლუდის" გენ.დირექტორი,  2010 წლიდან დღემდე არის Tsaini zam trade LTD (მონღოლეთი) - რეგიონალური განყოფილების ლოჯისტიკის უფროსი
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 100,000 ლარი
„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია: 90,000 ლარი
ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 4 წელი


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016