2016-11-16

Audio Guide Georgia

პროექტის დასახელება: Audio Guide Georgia (კომპიუტერული ტექნოლოგიები, ტურიზმი)

პროექტის შესახებ: პროექტი გულისხმობს მობილური აპლიკაციის შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს ტურისტს მოუსმინოს აუდიო გიდს და მიიღოს სრული ინფორმაცია სხვადასხვა ტურისტული ადგილმდებარეობების შესახებ. ტურისტს შეეძლება მოძრაობისას მოუსმინოს ინფორმაციას ძეგლებზე, მონუმენტებზე, ქუჩებზე, შენობებზე და ა.შ. აპლიკაციას შეუძლია ტურისტის ადგილსამყოფელის განსაზღვრა GPS სისტემების გამოყენებით. მომხმარებელს შეეძლება ჩამოტვირთოს მისთვის საინტერესო ტური. მოკლე ინფორმაცია გარკვეულ ტურებზე იქნება უფასო.აპლიკაციას ასევე ექნება პროფესიონალი გიდების მიერ წინასწარ დაგეგმილი ტურები. პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 14 ადამიანი

I ეტაპზე აპლიკანტი შექმნის მობილურ აპლიკაციას და ჩაწერს 4 ყველაზე მოთხოვნად ტურს:

·ძველი თბილისი

·მცხეთა

·კახეთი

·გორი

პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ ჩაიწერება დამატებით 11 ტური

განხორციელების ადგილი:თბილისი

გუნდის შესახებ: ნიკოლოზ გეწაძე31 წლის, განათლება: ვიზუალური კომუნიკაციების მაგისტრი (London College of Communication, University of the Arts London) კომპიუტერული ტექნოლოგიების ბაკალავრი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) გამოცდილება: თავისუფალ განაკვეთზე მომუშავე გრაფიკული დიზაინერი, ვებ-გვერდების და აპლიკაციების დიზაინერი, ტექ. პროექტების დაგეგმვის და მართვის სპეციალისტი. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დიდი თუ პატარა პროექტი

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 111,112 ლარი

„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია:100,000 ლარი

ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016