მონაწილეობის პირობები
პროგრამის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსდეს ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. „სტარტაპ საქართველო" პროექტების შერჩევის პროცესს წარმართავს კონკურსის წესით, წარმოდგენილი განაცხადებიდან საუკეთესო პროექტების შერჩევის გზით. „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა"-ში მონაწილეობის მსურველი (განმცხადებელი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (ან პირთა ჯგუფი)
წარმოდგენილი იდეა უნდა იყოს ინოვაციური და ჰქონდეს ბიზნეს პერსპექტივა
განცხადებელს უნდა გააჩნდეს საკუთარი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ხედვა და მზადყოფნა
პროექტების შერჩევისა და განხორციელების პროცესი
განაცხადის შევსება
განმცხადებელს „სტარტაპ საქართველოს" ვებგვერდის საშულებით შეუძლია წარადგინოს ბიზნესიდეა და სხვა დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელი დარწმუნებულია, რომ მისი იდეა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ ბიზნესიდეას და ორიენტირებულია გლობალურ ბაზარზე, განმცხადებელი ავსებს მაღალტექნოლოგიური კომპონენტის განაცხადის ფორმას, სხვა შემთხვევაში, განმცხადებელი ავსებს ინოვაციური კომპონენტის განაცხადს.
განმცხადებელთან კომუნიკაცია/შეხვედრა
კითხვების არსებობის შემთხვევაში მოხდება განმცხადებელთან დაკავშირება და/ან განხორციელდება ვიზიტი პროექტის სავარაუდო ადგილმდებარეობის, ან სხვა კომპონენტების დასათვალიერებლად.
განაცხადის განხილვა
შემოსულ განაცხადებს განიხილავავენ „სტარტაპ საქართველოს" წარმომადგენლები, ხდება ბიზნეს იდეის საბოლოო ფორმით ჩამოყალიბება (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებლის მონაწილეობით) და „სტარტაპ საქართველოსთან" არსებული კომიტეტისთვის წარდგენა. განხილვა მიზნად ისახავს თითოეული მიღებული განაცხადის ინოვაციურობისა და პერსპექტიულობის შეფასებას.
კომიტეტის გადაწყვეტილება
კომიტეტი აფასებს პროექტის ინოვაციურობას, ეფექტიანობასა და მდგრადობას, იღებს გადაწყვეტილებას პროექტის კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა დამტკიცდეს სს „საპარტნიორო ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.
კონკურსში გამარჯვებული პროექტების გამოცხადება
„სტარტაპ საქართველო" ყოველთვიურად გამოაქვეყნებს კომიტეტის მიერ გამარჯვებულად მიჩნეული პროექტების სიას.
ტრენინგი
განმცხადებლებს, რომლებიც ვერ მიიღებენ დაფინანსებას, მათივე სურვილისამებრ, ჩაუტარდებათ ტრენინგი ბიზნესგანათლებისა და ბიზნესის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ამასთან, აღნიშნულ კონკურსანტებს შეუძლიათ ხელახლა წარადგინოს ახალი, ან იგივე იდეა მომდევნო კონკურსში.
პროექტის დაფინანსება
პროგრამის ფარგლებში საინვესტიციო დაფინანსებას იღებს იურიდიულ პირი, რომლის დამფუძნებლებიც არიან გამარჯვებული განმცხადებელი (ან განმცხადებელთა ჯგუფი) და „სტარტაპ საქართველო“. ამისათვის ხდება ახალი კომპანიის რეგისტრაცია, ან შესაძლებელია უკვე არსებულის დაფინანსებაც, თუ მისი რეგისტრაციიდან განაცხადის წარმოდგენის თარიღამდე არ არის გასული 6 თვეზე მეტი.
თანხის ჩარიცხვამდე განმცხადებელთან ფორმდება პარტნიორთა შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება „სტარტაპ საქართველოდან" დაფინანსების მიღების წესი და წინაპირობები, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობები.
მენტორინგი
საჭიროების შემთხვევაში კონკურსში გამარჯვებულ განმცხადებლებს პროექტის დაწყებამდე, ან იმპლემენტაციის პროცესში კონსულტაციას გაუწევენ სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მქონე მოწვეული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.
მონიტორინგი
თითოეული დაფინანსებული პროექტი ხდება „სტარტაპ საქართველოს" მხრიდან მონიტორინგის საგანი. მონიტორინგის მიზანია გამოყოფილი თანხების ათვისების მიზნობრიობის კონტროლი, პროექტის ბიზნესგეგმის შესრულების მონიტორინგი, მენეჯმენტის ეფექტიანობის მონიტორინგი და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა პირობების შესრულების მონიტორინგი.
ერთობლივი საწარმოდან გამოსვლა
პარტნიორთა შეთანხმებით დადგენილ ვადებში და პირობებით განმცხადებელი ახორციელებს წილის გამოსყიდვას, რის შემდეგაც ხდება ერთობლივი საწარმოდან „სტარტაპ საქართველოს“ გამოსვლა.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016