2021-11-16

,,საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ-საქართველომ“ და USAID-ის პროექტმა „ზრდა საქართველოში“ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ რუხში ნახშირის საწარმო გახსნეს

ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, „საპატრნიორო ფონდის" პროგრამა „სტარტაპ საქართველოსა" და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში" მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის ნახშირის საწარმო, „ეკო ტექნოლოჯი" გაიხსნა, რომელიც თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული ნახშირის ინოვაციური წარმოებას გულისხმობს და ქვეყნის მასშტაბით ანალოგი არ აქვს.
საწარმო ოფიციალურად გახსნეს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელძემ, USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილემ, დევიდ ჰოფმანმა, „სტარტაპ-სართველოს" დირექტორმა გიორგი ლომიძემ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში" ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭუმბურიძემ.
„ჩემთვის ამ საწარმოს გახსნა ორმაგად სასიხარულო და დასაფასებელია, რადგან სწორედ ამ ტერიტორიაზე, საზღვრისპირა სოფელში, რუხში, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს , ინოვაციურს , ადგილობრივი პროდუქციით დამზადებულ- ნახშირს აწარმოებენ და საწარმოში გალის მაცხოვრებლები დასაქმდებიან. რამდენიმე ოჯახი უკვე მუშაობს და საუბარია კიდევ ხუთ ოჯახზე, რომლებიც გალიდან გადმოვლენ , იმუშავებენ და დაბრუნდებიან უკან.
ვფიქრობ რომ ჩვენი პრობლემის გადაწყვეტას აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონებში მხოლოდ მშვიდობით და ეკონომიკური განვითარების გზით შევძლებთ. დიდი მადლობა USAID-ს , რომელმაც „სტარტაპ-საქართველოსთან" ერთად ხუთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან განახორციელა". -აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
თხილის ნაჭუჭის გადამუშავებისაგან მიღებული, მაღალი ხარისხის ნახშირის საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა, სრულიად უსაფრთხო, ეკონომიური, არ აქვს სპეციფიკური სუნი, არ წარმოშობს კვამლს და იწვის 50%-ით მეტ ხანს, ვიდრე ჩვეულებრივი ნახშირი.
აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის ნახშირი ადგილობრივი ნედლეულით იწარმოება. საწარმოში სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელში გაიყიდება და მომავალში მისი ექსპორტიც განხორციელდება.
2019-2021 წლებში, სს „საპატრნიორო ფონდის" პროგრამა „სტარტაპ საქართველოსა" და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში" პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა, რომელთა განხორციელებისთვის გაწეულმა ინვესტიციამ 1,500.000 ლარზე მეტი შეადგინა.
„ზუსტად ორი წლის წინ, აქ, ამ სოფელში დავაანონსეთ ერთობლივი პროექტი, რომელიც რეგიონში ეკონომიკის განვითარებას და ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობდა. მიხარია, რომ ამ დროში შევძელით ორი საწარმოს აშენება, რომლებიც მეტ ინოვაციასა და კეთილდღეობას მოუტანს სამეგრელოს, როგორც ეკონომიკური, ასევე - სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შეიქმნება მინიმუმ 40 ახალი სამუშაო ადგილი. მადლობა USAID-ს და „ზრდას" საუკეთესო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის," აღნიშნა „სტარტაპ-სქართველოს" დირექტორმა გიორგი ლომიძემ.
„სტარტაპ-სართველოსა" და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში" თანამშრომლობის მიზანია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი შემოსავლების ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა.
ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდისა" დაUSAID/საქართველოს დელეგაცია ეწვია „სტარტაპ-საქართველოს" და პროექტის „ზრდა საქართველოში" მხარდაჭერით შექმნილ რძის გადამამუშავებელ საწარმოს „მეგრული", რომელიც ასევე სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრში მდებარეობს. საწარმოში მიმდინარე სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
0
ადამიანი მოიცვა
0
Engagements
მომწონს
 
 
კომენტარის დატოვება
 
გაზიარება
 
 

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016