2021-09-30

სტარტაპ„საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველომ“ და USAID-ის პროექტმა „ზრდა საქართველოში“ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ნატურალური სასმელის „კომბუჩას“ საწარმო გახსნეს

საპატრნიორო ფონდის"  სტარტაპ საქართველოს" და USAID ზრდა საქართველოში" მხარდაჭერით, ადმინისტრაციული ,გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ყარაფილაში, ფუნქციონირებას იწყებს ნატურალური სასმელების საწარმო კომბუჩა", რომელიც ქვეყანაში სრულიად ახალი, ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ჯანსაღი სასმელის წარმოებას გულისხმობს.

 

კომბუჩას" საწარმოს მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა და ის სტარტაპ-საქართველოსა" და USAID-ის პროექტის ზრდა საქართველოში" თანადაფინანსებით შეიქმნა. საწარმო ოფიციალურად გახსნეს საპარტნიორო ფონდის"აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა  საქართველოშიკელი დეგნანმა, სტარტაპ-საქართველოს დირექტორმა გიორგი ლომიძემ და  USAID-ის პროექტის ზრდა საქართველოში"  ხელმძღვანელმა ქეთევან ჭუმბურიძემ.

„ ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის  ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს, სოფელ ყარაფილაში , ამ ახალგაზრდების დაწყებული საქმე კი ორმაგად ღირებული და სასიხარულოა ჩვენთვის. ეს არის საუკეთესო მაგალითი წარმატებისა და მონდომების, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები და შესაძლებლობები ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის  განვითარებისთვის. ამ ახალგაზრდებმა ცოდნა და განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს და დღეს უკვე საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის იყენებენ.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორს , ამერიკულ მხარეს , საქართველოს დიდ გულშემატკივარს ქალბატონ კელი დეგნანს და  Usaid-ზრდას ამ პროექტის ერთობლივად განხორციელებისთვის.  სწორედ ასეთი პროექტებით ხელს შევუწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,ახალი სამუშაო ადგილების  შექმნას და ახალგაზრდობის დაინტერესებას და ჩართულობას."-აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ .

 

„დიდ მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს , ჩვენ ერთგულ მეგობარს- ელჩს ,ქალბატონ კელი დეგნანს  და usaid-ის პროგრამა ზრდის გუნდს, რადგან ნდობა გამოგვიცხადეს  და ხელი შეგვიწყეს ამ პროექტის განხორციელებაში.  პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყეთ და შედეგებს უკვე ვიმკით. ის დაუღალავი შრომა, რომელიც იდეის განხორციელებისთვის გავწიეთ, უკვე დასრულებული სახით დგას  აი აქ ,საქართველოსთვის ერთერთ მნიშვნელოვან რეგიონში . სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სტარტაპ-საქართველომ და ზრდამ ამ ახალგაზრდებთან ერთად შეძლეს ასეთი განსხვავებული და ინოვაციური  პროდუქტის წარმოება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. იმედი მაქვს რომ ასეთი ტიპის საწარმოები დიდ როლს შეასრულებენ ქვეყნის  ეკონომიკის წინსვლაში და ეს იქნება ბრენდი, რომელის სახელს გაუთქვამს საქართველოს  საერთაშორისო ბაზარზე. ეს არის ეფექტიანი თანამშრომლობა, კონკრეტული , მიღწეული შედეგით"-აღნიშნა სტარტაპ-საქართველოს დირექტორმა გიორგი ლომიძემ.

 

შპს კომბუჩა ბრიუერს ჯორჯია, ამერიკაში ფართოდ გავრცელებული სასმელის,ორგანული კომბუჩას ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში.კომპანიის მიზანია საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების სტილის ტენდენციის ზრდასთან ერთად ,ადამიანებს შესთავაზოს სასარგებლო თვისებების მქონე პრობიოტიკებით მდიდარი პროდუქტი.

სასმელი კომბუჩა" ადგილობრივი ნედლეულით მზადდება. საწარმოში სოფლის  მოსახლეობა დასაქმდება. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელში გაიყიდება და მომავალში მისი ექსპორტიც განხორციელდება

 „კომბუჩას" თვისება დეტოქსიკაცია და იმუნური სისტემის ამაღლებაა, რაც პასუხია 21- საუკუნის ერთერთ მთავარ გამოწვევაზე, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვა დაბინძურებული გარემოს პირობებში და ორგანიზმისთვის ორგანული პროდუქტების დეფიციტის შევსება.  

 

 

2019-2021 წლებში, სს საპატრნიორო ფონდის" პროგრამა სტარტაპ საქართველოს" და USAID-ის პროექტის ზრდა საქართველოში"  პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის გაწეულმა ერთობლივმა ინვესტიციამ 1, 500, 000 ლარზე მეტი,ხოლო ბენეფიციარების ჯამურმა თანამონაწილეობამ 1 050 000 ლარი შეადგინა.

 

სტარტაპ სართველო"- და USAID-ის პროექტის ზრდა საქართველოში" თანამშრომლობის მიზანია, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი შემოსავლების ზრდა  და დასაქმების ხელშეწყობა.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016