2019-10-04

ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში

„საპარტნიორო ფონდმა" „სტარტაპ-საქართველომ" და USAID Zrda-მ ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში" გაცნობის მიზნით რეგიონებში შეხვედრები დაიწყო.ინოვაციური ბიზნესის დაფინანსების მოდელის პრეზენტაცია დღეს გორში შედგა.
პრეზენტაციას მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მოსახლეობა, სტუდენტები, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, „USAID Zrda"-ს, „საპარტნიორო ფონდის", „სტარტაპ საქართველოს", ბიზნეს წრეების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებს პროექტის შეახებ დეტალური ინფორმაცია „სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა გიორგი ლომიძემ და „USAID Zrda"-ს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სპეციალისტმა საბა სარიშვილმა მიაწოდეს.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016