„საპარტნიორო ფონდისა" და „USAID Zrda"-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის" შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო" განახორციელებს.
პროექტ „სტარტაპ საქართველოს" მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda" „საპარტნიორო ფონდისგან" მიღებულ დაფინანსებას გრანტით გაუორმაგებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობასთან, „საპარტნირო ფონდთან", „სტარტაპ საქართველოსთან" პარტნიორობა. ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ეკონომიკურად გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შექმნას, და მათთვის შემოსავლების მდგრადობის უზრუნველყოფას. ამერიკის მთავრობა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”, განაცხადა პიტერ ვიბლერმა.
სტარტაპერებისთვის „საპარტნიორო ფონდისა" და „USAID Zrda"-ს ერთობლივ პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება „სტარტაპ საქართველოს" ოფიციალურ ვებგვერდზე www.startup.gov.ge უკვე შესაძლებელია