2018-11-27

საპარტნიორო ფონდმა "სტარტაპ-საქართველოს"გამარჯვებული პროექტის" ღვინის ჩაის პრეზენტაცია გამართა

საპარტნიორო ფონდმა" „სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული პროექტის „ღვინის ჩაის"  პრეზენტაცია გამართა, რომელსაც „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, „სტარტაპ-საქართველოს" დირექტორი გიორგი ლომიძე და გამარჯვებული პროექტის  ავტორები ესწრებოდნენ.

 

ღვინის ჩაი 30 წლის წინ, ქართველი ფარმაცევტის მიერ შეიქმნა. მან საფერავის სასარგებლო თვისებების კვლევისას აღმოაჩინა რეცეპტი, რომლის მიხედვით, შესაძლებელი გახდა ღვინის ყველა სასარგებლო თვისების ალკოჰოლის გარეშე შენარჩუნება.

 

2016 წელს „ღვინის ჩაი" „სტარტაპ-საქართველოს" გამარჯვებული გახდა. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ  პროექტით  ქართველი ინვესტორები დაინტერესდნენ. „ღვინის ჩაი" პირველია, რომელმაც სახელმწიფო დაფინანსება კერძო ინვესტიციით ჩაანაცვლა.

 

„ღვინის ჩაის" შექმნისას მრავალი კვლევა ჩატარდა, რათა პროდუქტს მაქსიმალურად შეენარჩუნებინა საგემოვნო და სასარგებლო თვისებები .ტექნოლოგიის საბოლოო დახვეწის შედეგად მივიღეთ პროდუქცია , რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

 

„ღვინის ჩაი" იწარმოება მაღალტექნოლოგიური მეთოდით  საფერავის ყურძნის, წიპწის და ღვინის შერევით  . პროდუქტი აკმაყოფილებს კვების ინდუსტრიის 5 წამყვან ტრენდს:

•              უნარჩენო წარმოება

•              100% ით ნატურალური

•              ინოვაციური

•              ბუნებრივად სასარგებლო თვისებების მატარებელი

•              უალკოჰოლო

 

 

 ცხელი საფერავი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ხელს უწყობს ბახუსიდან გამოსვლის პროცესს.

 

 დღეს უკვე  პროდუქციისთვის  შექმნილია ორი სახის შეფუთვა, რეალიზაცია კი ტურისტულ ობიექტებსა და პრემიუმ კლასის კაფე -ბარებში ხორციელდება. საექსპორტო ბაზრის მოძიების მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან. ნიმუშები გაგზავნილია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და მალე ღვინის ჩაის ამერიკულ ბაზარზეც ვიხილავთ.

 

„საპარტნიორო ფონდის" დელეგაციამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის , დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით , ჩინეთში გამართულ „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის ფორუმში „ მიიღო მონაწილეობა და ღონისძიებაზე 20 ქართული კომპანია წარადგინა, მათ შორის „ღვინის ჩაი", რომელმაც უცხოელი საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

 


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016