2018-10-26

საპარტნიორო ფონდმა ჩინეთში გამართულ "21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის ფორუმში " "სტარტაპ-საქართველოს" ბენეფიციარების პროდუქცია წარადგინა

„საპარტნიორო ფონდის" დელეგაციამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთში გამართულ „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა.

 „საპარტნიორო ფონდისა" და გუანჭოუს ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს შორის თანამშრომლობის შედეგად, წელს მსოფლიოს 147 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, ღონისძიებაზე ოცამდე ქართულ კომპანიაა წარმოდგენილი.

ამავე გამოფენაზე „საპარტნიორო ფონდმა" საინვესტიციო პროექტების გარდა, თავისი შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული ბენეფიციარების პროდუქცია წარადგინა: ვაშლის ჩიფსები, ღვინის ჩაი და მეორადი საბურავების გადამუშავების პროექტი.

ამასთანავე, „საპარტნიორო ფონდის" ორგანიზებით, მოეწყო საქართველოს ტრადიციული კუთხე, სადაც გამოფენის სტუმრებს ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის საშუალებაც მიეცათ.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016