2017-06-24

„ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოების“ პროექტის პრეზენტაცია

„სტარტაპ საქართველომ" დამწყები საწარმოების (სტარტაპების)ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოების" პროექტის პრეზენტაცია გამართა ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში. პროექტი მოიცავს ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოებას და რეალიზებას, რომლის პროდუქტი გამოიყენება გარე ფასადისა და ინტერიერისთვის. პროექტის ავტორების განცხადებით, მათ ასევე შეუძლიათ დაამზადონ ნებისმიერი ფორმის დეკორატიული აგური, როგორსაც მომხმარებელი შეუკვეთავს. საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში. დამწყები საწარმოების(სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას"მთავრობის ინიციატივით საპარტნიოროფონდი და ინოვაციებისდა ტექნოლოგიების სააგენტოერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპსაქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციურიკომპონენტებისგან შედგება. სტარტაპსაქართველოს" 79 გამარჯვებული ჰყავს,მათ შორის 59 ბიზნეს იდეა ინოვაციურკომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს. „სტარტაპ საქართველომ" უკვე გამართა „ავტომობილების ვერტიკალური პარკირებისა" და „ონლაინ კლინიკის" პრეზენტაცია.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016