2016-09-01

„სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური კონკურსის გამარჯვებულები

ორგანულ - მინერალური სასუქების წარმოება
შინაურ ცხოველთა საკვების ქარხანა
თამაშობანა
უწყლოდ  ავტო–რეცხვა
მობილური არქიტექტურა კონსტრუქციული სენდვიჩ პანელებით
დეკორატიული ფილების და კერამიკული სივრცული აგურის წამოება-რეალიზაცია
სასარგებლო ნემატოდების წარმოება საქართველოში მცენარეთა ბიოლოგიური დაცვისათვის
კლინიკა ონლაინ
ვაშლის ჩიფსების წარმოება
მიკრობოსტნეულის სათბური 
ინოვაციური ქართული ნატურალური ჩაი
მეფუტკრის  sms  სასწორი
ინოვაციური დეკორატიული აგურის წარმოება
ავტომობილების პარკირება ვერტიკალურ სივრცეში
ავსტრიული ხორცპროდუქტების მაღაზია - სამზარეულო, პორტატული სამზარეულო და დისტრიბუცია HORECA სეგმენტში
ინოვაციური ტექნოლოგიით დამუშავებული კერამიკის ნაკეთობათა სახელოსნო
აიმედია ჰაბ
აგროპარკი
ნანოტექნოლოგიით მიღებული ახალი აზოტშემცველი ცეოლითური სასუქი
VivaPay - უნივერსალური საგადახდო პლატფორმა
Boletus Edulis-ის ჯიშის სოკოს გადამამუშავებელი საწარმო
BOS - ბიზნეს საოპერაციო სისტემების ელექტრონული პლატფორმა
CARGOHUB
Bedlam Parking
Eco Build Georgia
Audio Guide Georgia
abiturienti.ge
Fly Wash Georgia
Georgian Toys Factory
Vinti
Tripplanner
Wingo
iBuy 
IRC
Eduroad
Limestone

რაც შეეხება  იმ  პერსპექტიულ ბიზნეს იდეებს, რომლებმაც პირველი ეტაპის შედეგებით,  ვერ გაიმარჯვა კონკურსში,  ამ პროექტების ავტორებს აქვთ  შესაძლებლობა,  მონაწილეობა მიიღონ კონკურსის  შემდგომ ეტაპზე. შესაბამისად, „სტარტაპ საქართველო" ავტომატურად გადაიტანს  მათ განაცხადებს შემდგომი კონკურსის განსახილველ ნუსხაში და ბიზნესიდეის ავტორებს აღარ მოუწევთ აპლიკაციის ხელახლა  შევსება. ამასთან,განმეორებით განხილვამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია გაიარონ „სტარტაპ საქართველოს" წარმომადგენლებთან, რომლებიც  ურჩევენ პროექტის ავტორებს, რა მიმართულებით იქნება უმჯობესი   ბიზნეს იდეის დახვეწა.
დაგეგმილია  ტრეინინგების ჩატარება კონკურსის მონაწილეთათვის, ვისაც სურვილი აქვს,  მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და ცოდნა, თუ როგორ დაიწყოს ბიზნესი.   ტრეინინგების ხარჯებს სრულად დაფარავს შპს „სტარტაპ საქართველო" და ,„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო". 
ზუსტი განრიგი  გამოქვეყნდება  უახლოეს დღეებში   „სტარტაპ საქართველოს" ვებ გვერდზე  http://startup.gov.ge/.
 

 


 

 

 

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016