2016-07-28

ღია კარის დღე ტექნოპარკში

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" გაცნობის მიზნით მორიგი ღია კარის დღე გაიმართა. სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა ვაჟა მენაბდემ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ ტექნოპარკში შეკრებილ დაინტერესებული პირების შეკითხვებს გასცეს პასუხები. დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში 150-ზე მეტი ბიზნესიდეაა წარდგენილი, მათ შორის დიდი ნაწილი რეგიონებიდანპროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი +995 322900030. მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების მიღება კი 17 ივლისს დასრულდა. წარმოდგენილია სულ 146 განაცხადი, რომელთაც 2 კვირის განმავლობაში განიხილავენ სილიკონ ველის" ექსპერტები, რომლებიც საქართველოში 22 აგვისტოს ჩამოვლენ. საუკეთესო სტარტაპებს საშუალება მიეცემათ პირისპირ წარსდგნენ ექსპერტების წინაშე და გააცნონ თავიანთი მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეაპროექტში გამარჯვებული კონკურსის წესით შეირჩევა. მიღებული განაცხადების განხილვა აგვისტოს ბოლომდე დასრულდება, შესაბამისად სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება გამარჯვებული პროექტების სია. რაც შეეხება დაფინანსების ეტაპს, კონტრაქტების გაფორმება და თანხების გადარიცხვა სექტემბერში დაიწყებადამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" მიზანია მათ ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესიპროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოსპროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსებასაპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორებიუნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნებამოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორებმა პრეზენტაციები სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და რაჭის რეგიონებში გამართეს.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016