2016-07-14

„სტარტაპ საქართველოს“ პრეზენტაციები რეგიონებში გაიმართა

საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" გაცნობის მიზნით მოსახლეობისთვის პრეზენტაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართა. შეხვედრები დაიწყო 28 ივნისიდან და მოიცვა სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და რაჭის რეგიონები. პროგრამის კოორდინატორებმა პროგრამის, მასშიმონაწილეობის წესების და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონის მოსახლეობას და მათ შეკითხვებს უპასუხეს. რამდენიმე რეგიონში ადგილობრივებმა საკუთარი ბიზნესიდეების ჩვენება მოაწყვეს. პროგრამის მიზანია მათვისაც არაქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსიგანახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები დადაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარსგამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრომეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირიან პირთა ჯგუფი,ვისაც აქვსსიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისიგანხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსებასაპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდიკაპიტალის სახითშეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამმოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლომისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულმცირე 45%-იანიშენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანითანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება50%-იანი ანმეტი წილისმფლობელი ახალკომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილიერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორებიუნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროსბენეფიციარს აღარმოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება დამისი წილიკომპანიაში 95% იქნებაგანაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის17 ივნისიდან დაგაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი დაპროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაცგანთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელიხაზი +995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. მოსახლეობის უკეთინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს იწვევენ ღია კარისდღეზე, რომელიც გაიმართება: 14 და28 ივლისს, 19 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016