2016-07-13

რაჭის რეგიონში გაიმართა "სტარტაპ საქართველოს" პრეზენტაცია

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" მორიგი პრეზენტაცია რაჭის რეგიონში გაიმართა. პროგრამის კოორდინატორებმა ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას პროგრამის, მასში მონაწილეობის წესების დაპირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" გაცნობის მიზნით რეგიონებში მოსახლეობისთვის პრეზენტაციების გამართვა 28 ივნისიდან დაიწყო. შეხვედრები უკვე გაიმართა შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის მოსახლეობასთან. პროგრამის მიზანია მათ ვისაცარ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსიგანახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები დადაიწყონ საკუთარი ბიზნესიპროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური დამაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტისტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოსპროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირიან პირთა ჯგუფი,ვისაც აქვსსიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისიგანხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსებასაპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდიკაპიტალის სახითშეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამმოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლომისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულმცირე 45%-იანიშენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანითანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება50%-იანი ანმეტი წილისმფლობელი ახალკომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილიერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორებიუნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროსბენეფიციარს აღარმოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება დამისი წილიკომპანიაში 95% იქნებაგანაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის17 ივნისიდან დაგაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი დაპროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაცგანთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელიხაზი +995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესითმოსახლეობის უკეთინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს იწვევენ ღია კარისდღეზე, რომელიც გაიმართება: 14 და28 ივლისს, 19 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016