2016-06-30

"სტარტაპების" ღია კარის დღე ტექნოპარკში

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" გაცნობის მიზნით ტექნოპარკში ღია კარის დღე გაიმართა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ, ინოვაციების დატექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ და „სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა ვაჟა მენაბდემ დაინტერესებულ პირებს კითხვა-პასუხის რეჟიმში დეტალურ ინფორმაცია მიაწოდეს პროგრამაში მონაწილეობის წესების და პირობების შესახებ. ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მთავრობის დავალებით, საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანია მათ ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსიგანახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები დადაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარსგამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრომეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ანპირთა ჯგუფი,ვისაც აქვსსიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისიგანხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება.

საპარტნიორო ფონდის მიერსპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთადშექმნის ახალკომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდიკაპიტალის სახითშეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამმოდელით, პროგრამის ბენეფიციარს ანამონაწილეობის სახით,მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ისოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისიბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულმცირე 45%-იანიშენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანითანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება50%-იანი ანმეტი წილისმფლობელი ახალკომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ანმოიძიოს სხვაინვესტორებიუნიკალური ინოვაციური იდეისშემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარისოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისიწილი კომპანიაში 95% იქნებაგანაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის17 ივნისიდან დაგაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი დაპროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსებულიაპროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელიხაზი +995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესითმოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები მოსახლეობისთვის პრეზენტაციებს რეგიონებშიც მართავენ. პირველი შეხვედრა 28 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიმართა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის და შიდა ქართლის მოსახლეობისთვის პრეზენტაციები გაიმართება 1 ივლისს. მომდევნო ღია კარის დღეები კი ტექნოპარკში გაიმართება 14 და 28 ივლისს, 19 საათზე.

 

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016