2016-11-16

Eco Build Georgia

პროექტის დასახელება: Eco Build Georgia (სამშენებლო მასალების წარმოება)

პროექტის შესახებ: პროექტი გულისხმობს ქაფპოლისტიროლბეტონის მასალით ინოვაციური ფორმის ბლოკების წარმოებას. აღნიშნული ფორმის ინოვაციურობა დასტურდება საქართველოს საავტორო უფლებების რეგისტრაციისა და რეგულაციის სახელმწიფო ორგანიზაციის (საქპატენტი) მიერ გაცემული პატენტით.ქაფპოლისტიროლბეტონის ბლოკი საქართველოში არსებულ ბლოკებთან შედარებით უპირატესია შემდეგი თვისებებით:

·გამძლე დროში

·მსუბუქი

·მკვრივი

·უკეთესი თბოიზოლატორი. 20სმ  სისქის ქაფპოლისტიროლ ბეტონი ადეკვატურია

·47სმ ფიჭვის

·55სმ გაზობეტონის

·118სმ კერამზიტობეტონის

·135სმ აგურის

·400სმ ბეტონის

·70%-ით ამცირებს გათბობა-კონდიცირების ხარჯებს

·უკეთესი ბგერის იზოლატორი

·წყლის მიმართ მედეგი

·ადვილად დასამუშავებელი სასურველი ფორმის მისაღებად

·ამცირებს სხვა საშენი მასალის (მაგ: არმატურისსაჭირო რაოდენობას

·ამცირებს გადაზიდვისა და მუშახელის ხარჯებს და დროს

განხორციელებისადგილი: თბილისი

გუნდის შესახებ: რევაზ აბესაძე, 29 წლის, განათლება: GAU (Georgian American University) - ბიზნეს ადმინისტრირება, თბილისის კონსერვატორია - ჯაზის ფაკულტეტი; NEW YORK UNIVERSITY - ბიზნეს ადმინისტრაცია (პრაღა, ჩეხეთი); GAU (Georgian American University) - ბიზნეს ადმინისტრირება. გამოცდილება: 2014 - დღემდე:კომპანია JTI Caucasus-ისძირითად კლიენტებთან ურთიერთობების სპეციალისტი

სანდრო დარსაველიძე 28 წლის, განათლება: Bocconi University - ბაკალავრი საერთაშორისო ეკონომიკასა და მენეჯმენტი (მილანი,იტალია); CEU (Central European University) – ბიზნეს ადმინისტრირება (ბუდაპეშტი, უნგრეთი); გამოცდილება: 2014 - დღემდე: შპსიბერია ფუდკომპანი", KFC-ის რესტორნების ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი

ტარიელ ჩიგოგიძე  79  წლის, განათლება: საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი-არქიტექტორი; გამოცდილება: საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, „თბოტექნიკა", როგორც "მდგრადი განვითარების არქიტექტურის საფუძველი"-ის მთავარი კოორდინატორი. ასევე სტუ-ს არქიტექტურის კათედრის პედაგოგი, კათედრასთან არსებული არქიტექტურულ-სამშენებლო ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი.  ადრე შემუშავებული ნორმატივის „საქართველოს ტერიტორიის კლიმატურ-თბოტექნიკური ზონირება საბინაო მშენებლობისთვის" თანაავტორი. ახალი ტიპის ღრუ ტანიანი, ყალიბის ფუნქციის მქონე თბოდაზოგვით, კონსტრუქციული ბლოკი „ჩიგო"-ს ავტორი და პატენტის მფლობელი. პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 11 ადამიანი

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 177,200 ლარი

„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია:100,000 ლარი

ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 7 წელი


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016