2017-10-03

ხელოვნური საფრენი აპარატების დრონების საწარმო

პროექტის დასახელება: ხელოვნური საფრენი აპარატებბის (დრონების) საწარმო

პროექტის შესახებწარმოდგენილი პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება საქართველოში პირველი საწარმო ხელოვნური საფრენი აპარატების წარმოების მიმართულებით. კომპანია საწყის ეტაპზე აქცენტს გააკეთებს სპორტული და სამოყვარულო დრონების წარმოებაზე, რომლებიც ძირითადად გათვლილი იქნება საქართველოს ბაზრისთვის, თუმცა ეტაპობრივად გაიზრდება, როგორც წარმოებული დრონების ასორტიმენტი მათი დანიშნულების მიხედვით, ასევე გაყიდვების არეალიც და აქცენტი გაკეთდება საბოლოო პროდუქციის ექსპორტზე.გარდა სერიულისა დაგეგმილია წარმოება სპეც. დაკვეთებით, შოურუმის მოწყობა, აქსესუარების რეალიზაცია, კონსულტაცია  და ვებ საიტის აწყობა ინტეგრირებული ონლაინ მაღაზიით. საწყის ეტაპზე დაგეგმილია სერიული წარმოების ხაზის აწყობა, რომელიც მიმართული იქნება ძირითადად სამომხმარებლო და ნაწილობრივ ბიზნეს სეგმენტზე: „საბავშვო" დრონები - გათვლილია ძირითადად სასაჩუქრედ, „სამოყვარულო" დრონები - მომხმარებლები არიან ძირითადად მოზარდები,  „პროფესიონალი" დრონები- სამომხმარებლოსთან ერთად გათვლილია ბიზნეს სეგმენტზე, „რეისინგ" დრონები - ეს მიმართულება უკვე სპორტად ჩამოყალიბდა და იმართება ჩემპიონატები.

 

 

განხორციელების ადგილითბილისი

გუნდის წევრები: გიორგი ორაგველიძე, განათლება: ESM Business School MBA ხარისხი. 15 წლიანი გამოცდილება ფინანსების და წარმოების სფეროში ტოპ მენეჯერულ პოზიციებზე; ლევან წურწუმია, 20 წილიანი გამოცდილება ვებ პროგრამირების პროდუქტების ციფრული 3D დიზაინ მოდელების შექმნის მიმართულებით; ალექსი ბარამიძე, 20 წლიანი ინჟინრული გამოცდილება, ამჟამად ფლობს მცირე სახელოსნოს სადაც აწარმოებს დრონებს წარმოებას ინდივიდუალური დაკვეთით, დღემდე აწყობილი აქვს 30 მდე სხვადასხვა სახეობის დრონი დამკვეთებისთვის, ამას გარდა ის ახორციელებს სხვადასხვა მოწყობილობებისა მოდიფიცირებასა და სიმძლავრეების მომატებას (ე.წ Tuning)

 

პროექტის სრული ბიუჯეტი115,000

სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია100,000 ლარი

 

 

 

პროექტის დასახელება: დესკომი

პროექტის შესახებDeskomy-ის მიზანია მომხმარებელს მისცეს საშუალება თავიანთი დესკტოპი ატვირთონ ვირტუალურ სივრცეში, მოუხსნას მათ პერსონალურ კომპიუტერზე ფიზიკური დამოკიდებულება და მისცეს საშუალება შევიდნენ თავიანთ დესკტოპზე ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი მოწყობილობით, მხოლოდ ბრაუზერის გამოყენებით. Deskomy- ის ინტერფეისი სამუშაოდ ისეთივე მოსახერხებელია, როგორც კომპიუტერის დესკტოპი, მომხმარებელი შედის უკვე მისთვის ნაცნობი დიზაინისა და ნავიგაციის მქონე სივრცეში, მას შეუძლია ჰქონდეს ზუსტად იგივე ინტერფეისი Deskomy-ზე, როგორიც მისი პირადი კომპიუტერის დესკტოპია. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება აქვს იმეილების ინტეგრაციის, რაც უფრო მოსახერხებელს ხდის მუშაობის პროცესს.

 

 

განხორციელების ადგილითბილისი

გუნდის წევრები: ლუკა ყვავილაშვილი 16 წლის, მოსწავლე; გიორგი ყვავილაშვილი 57 წლის, დასაქმებული კერძო ბიზნესში; ჯაბა ბურჯალიანი 35 წლის,Start – Business Solutions დამფუძნებელი და პარტნიორი; სოფიო ბურჯალიანი 24 წლის, Start – Business Solutions პროექტების მენეჯერი

 

პროექტის სრული ბიუჯეტი115,000

სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია100,000 ლარი

 

 

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016