2017-10-03

Holosseum-ჰოლოგრამული მუზეუმი

 Holosseum - ჰოლოგრამული მუზეუმი

განხორციელების ადგილი: თბილისი

გუნდის წევრებილევან ბახია  (28 წლის);

პროექტის შესახებHolosseum არის ჰოლოგრამული მუზეუმი ქალაქის ტურისტულ ცენტრში სადაც შესაძლებელი იქნება  დამთვალიერებლებმა იხილოს საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები ინტერაქტიული და ფოტორეალისტური ჰოლოგრამული მოდელების მეშვეობით.

მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ჰოლოგრამული მაკეტები, რომელიც გაფორმებულის იქნება  სხვადასხვა ანიმაციებითა და აუდიო გახმოვანებებით.

დამთვალიერებელს შეუძლია ანიმირებულ ჰოლოგრამულ მაკეტს უყუროს 360 გრადუსიან დიაპაზონში, მიუახლოვდეს მოდელების ცალკეულ ნაწილებს ან მის პერსონაჟებთან შევიდეს ინტერაქციაში.

მუზეუმში ასევე განთავსებლი იქნება სხვადასხვა ტექნოლოგიური ინსტალაციები, რისი მეშვეობითაც დამთვალიერებელი იმოგზაურებს ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში

მუზეუმში იქნება სხვადასხვა დატვირთვის ოთახები, მათ შესაძლებელი იქნება 360 გრადუსით ნარიყალისა და ძველი თბილისის პროექციის ხილვა, ანიმაციის მეშვეობით გაცოცხლებული თბილისის დაარსების ისტორიას (ნადირობის ეპიზოდი) ნახვა.

მუზეუმში წარმოდგენილი იქნება 20-მდე საქართველოს ისტორიული და გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული მემკვიდრეობების ამსახველი ჰოლოგრამული ექსპონანტები:

       ჯვარი; ვარძია; უფლისციხე; კაცხისვეტი; შატილი; თუშეთი; სვანეთი; ენგურჰესი და ა.შ

       ვეფხისტყაოსანი; ფიროსმანის ნამუშევრები; უძველესი ადამიანები, ზეზვა და მზია და ა.შ

       თითოეული პროექცია გაფორმებული იქნება ანიმაციებითა და აუდიო გიდით

 

სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია100,000 ლარი

პროექტის ჯამური  ბიუჯეტი:226,000ლარი


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016