2017-01-27

სატვირთო ავტომობილების მძღოლების და ვიზიტორების პირადი ადვოკატი

პროექტის შესახებ: პირადი ადვოკატის სააგენტო" მომსახურების სფეროს განვითარებაზეა ორიენტირებული. კომპანია, საერთაშორისო ტვირთმზიდი ავტომანქანის მძღოლებს და ყველა უცხოელ ვიზიტორს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 24/7-ზე, მაღალკვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს, რაც ქვეყანაში მათ გადაადგილებას უფრო მეტად დაცულს და უსაფრთხოს გახდის.

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, კომპანია ახორციელებს პროქტს,-GREENWAY რომელის მიზანია უცხოელებისათვის საქართველოში მოგზაურობა, სწავლა და ბიზნეს საქმიანობა მეტად კომფორტული, სასიამოვნო და დაცული იყოს!

სერვისით მოსარგებლე პირები ცხელი ხაზის მეშვეობით, 24 საათის განმავლობაში, მიიღებენ კვალიფიციურ იურიდიული კონსულტაციას ქართულ, რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე. ამასთან, ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის დროს, საქართველოს ყველა კუთხეში, მათ შორის საბაჟოზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, პოლიციაში, პროკურატურაში, სასამართლში, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფილი იქნებიან პირადი ადვოკატით, რომელიც დაიცავს მათ ინტერესებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. www.gw.ge

განხორციელების ადგილი: თბილისი

გუნდის წევრები: სალომე ტყეშელაშვილი (27 წლის, სითი უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრი, ლონდონი)  ელენე ლაზარიშვილი (34 წლის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის დოქტორანტი. იურიდუული კომპანიათა ჯგუფის "LMG” დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი)

პროექტის ჯამური   ბიუჯეტი: 105 500 ლარი
„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია: 95 000 ლარი

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016