2016-11-16

CAROHUB

პროექტის დასახელება: CARGOHUB- Cargon (ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა) 

პროექტის შესახებ: პროექტი გულისხმობს ვებ პლატფორმისა და მობილური აპლიკაციის შექმნას, რომელიც მაქსიმალურად გაამარტივებს ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის მომსახურებას როგორც დამკვეთისთვის, ასევე ექსპედიტორისთვის. აპლიკაციის მეშვეობით დამკვეთს შეუძლია შეკვეთა სწრაფად და მარტივად გააფორმოს და იყოს სრულიად დარწმუნებული, რომ ექსპედიტორი დათქმულ ვადაში ადგილზე იქნება და ტვირთს დანიშნულ ადგილზე მთელსა და უვნებელს ჩაიტანს. აპლიკაცია მოსახერხებელი იქნება არა მხოლოდ ლოჯისტიკური მომსახურების მომხმარებელთათვის, არამედ დაეხმარება ექსპედიტორებს საკუთარი ტვირთის მოცულობები უკეთესად განკარგონ, დატვირთონ მარშრუტები და საბოლოო ჯამში, მოსახერხებელი და ფუნქციონალური სერვისის მეშვეობით მეტი მოგება მიიღონ. პროექტის ინვაციურობა მდგომარეობს ტექნოლოგიებში, რომელიც უფრო მარტივს და ეფექტიანს ხდის საავტომობილო გადაზიდვის მომსახურებას თითოეული მხარისთვის. პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 5 ადამიანი

განხორციელების ადგილი: თბილისი

გუნდის წევრები: ვანო ჩალაძე 22 წლის, განათლებაLONDON SCHOOL OF ECONOMICS, UK L ბაკალავრი;შალვა ჯალაბაძე 23 ლის, განათლება: კავკასიის ბიზნეს სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი; სატრანსპორტო კომპანიანიუ გეო", ოპერაციების მენეჯერი; ტურისტული კომპანიავაგო თრეველი", პარტნიორი/დირექტორი; ნიკო ტურაბელიძე 25 წლის, განათლება:QQueen Mary University, Uk  ბაკალავრი;AManagement Consulting, St. Peterburg  პარტნიორი/დირექტორი;

პროექტის სრული ბიუჯეტი: 125,000 ლარი

„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია: 100,000 ლარი

ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი


 

 

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016