2016-11-16

Georgian Toys Factory

პროექტის დასახელება: Georgian Toys Factory

პროექტის შესახებ: პროექტი ორიენტირებულია იტალიელი ფსიქოლოგის, მარია მონტესორის მეთოდების მიხედვით შემეცნებითი და გასართობი ხის სათამაშოების შექმნაზე. Georgian Toys Factory - ის სათამაშოების ძირითადი უპირატესობა მათი საგანმანათლებლო ხასიათი და ეკოლოგიური უსაფრთხოებაა. იგეგმება სპეციალური სათამაშოების გამოშვება უსინათლო ბავშვებისთვის, პროექტის ავტორებს დაწყებული აქვთ მუშაობა 202-ე საჯარო სკოლასთან და მიმდინარეობს ვექტორული ფაილის აწყობის პროცესი. პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 4 ადამიანი

განხორციელების ადგილი:თბილისი

გუნდის შესახებ: საბა ღუდუშაური, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი; სოფო ხიმშიაშვილი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებული; ზუკა გომიაშვილი იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 74,200 ლარი

„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია: 66,700 ლარი

ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 6 წელი


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016