2016-11-16

მიკრობოსტნეულის სათბური

პროექტის დასახელება: მიკრობოსტნეულის სათბური

პროექტის შესახებ: პროექტი გულისხმობს ჰიდროპონიკური მეთოდით მიკრობოსტნეულის მოყვანას სათბურში. მიკრობოსტნეული წარმოადგენს პატარა მწვანილის ფორმის ახალგაზრდა ბოსტნეულს, რომელიც კერძებში ძირითად ვიზუალისა და გემოს გასაუმჯობესებლად, ასევე გარნირად ან სალათის მოსამზადებლად გამოიყენება. მიკრობოსტნეულში კონცენტრირებულია ბევრად მეტი ვიტამინი და მინერალი ვიდრე ზრდასრულ ბოსტნეულში ან მწვანილში (მაგალითისთვის იისფერი კომბოსტოს მიკრობოსტნეულში 40-ჯერ მეტი E ვიტამინი და 6-ჯერ მეტი C ვიტამინია ვიდრე ზრდასრულ კომბოსტოში)

მიკრობოსტნეულის მოსაყვანად არ გამოიყენება სასუქი ან რაიმე ქიმიური დანამატი, ვინაიდან ნებისმიერი თესლი შეიცავს საკმარის საკვებ მასალას მცენარის 2 კვირით გასაზრდელად

მიკრობოსტნეულს აქვს მისივე ზრდასრული ბოსტნეულისა თუ მწვანილის იდენტური და უფრო მკვეთრად გამოხატული გემო.

მიკრობოსტნეული გაიზრდება ჰიდროფონიკული მეთოდით სპეციალურ კონტეინერებში, ორგანული მედიუმის გამოყენებით (მიწის ნაცვლად). კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს ცოცხალ ბოსტნეულს, რომელიც მინიმუმ 3 კვირა შეინახება სახლის პირობებში. პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 4 ადამიანი

განხორციელების ადგილი:თბილისი

გუნდის შესახებ: ლევან შათირიშვილი28 წლის, ფარმაცევტული კომპანია Sanofi Aventis, ფინანსური დეპარტამენტის უფროსი; მარიტა გენებაშვილი 26 წლის, Inebe.ge, დამფუძნებელი და დირექტორი

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 80,000 ლარი

„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია:72,000 ლარი

ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016