2016-11-16

უწყლოდ ავტო-რეცხვა

პროექტის დასახელება: უწყლოდ ავტო-რეცხვა

პროექტის შესახებ: პროექტი გულისხმობს ე.წ „მოსიარულე სამრეცხაოს" შექმნას, რომელიც სპეციალური ხსნარებისა და ტექნოლოგიის საშუალებით, მანქანას უწყლოდ გარეცხავს. მომხმარებელი აპლიკაციის მეშვეობით ავტომანქანის რეცხვის მომსახურებას მისთვის სასურველ დროსა და ადგილას უკვეთავს. მანქანა ირეცხება ეკოლოგიურად სუფთა ხსნარებით, რომელშიც არ არის არანაირი ქიმიკატი. კომპანია იმუშავებს სამი მიმართულებით: 1. კორპორატიული კლიენტები (რამდენიმე კომპანია უკვე მზად არის აღნიშნული სერვისის შესაძენად), 2. სავაჭრო ცენტრებთან სამრეცხაო პუნქტების გახსნა. 3. გამოძახების სერვისი ნებისმიერ ადგილზე (აპლიკაციის მეშვეობით). პროექტის ორიენტირებულია სტუდენტების მასობრივ დასაქმებაზე

განხორციელების ადგილი:თბილისი

გუნდის შესახებ: ირაკლი ბლიაძე 32 წლის, განათლება: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი- მარცვლის ტექნოლოგი; გამოცდილება: 2016- დღემდე ბიზნეს- პარტნიორი „ინტელექტიკა"; გიორგი ლომიძე 33 წლის, განათლება: თბილისის ეკონომიურურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურისტ-ეკონომისტი. გამოცდილება: 2014-16 -ელიტ-ელექტრონიქსი, ტოპ მენეჯერი. გიორგი თვალაძე 38 წლის, განათლება:- International School of Investment and Finance (ISIF) გამოცდილება: კომპანია „ინტელექტიკა", დამფუძნებელი

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 20,000 ლარი

„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია:17,000 ლარი

ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 2 წელი


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016