2016-11-16

ინოვაციური ტექნოლოგიით დაფასოებული ქართული ნატურალური ჩაი

პროექტის დასახელება: ინოვაციური ქართული ნატურალური ჩაი

პროექტის შესახებ:პროექტი გულისხმობს მაღალი ხარისხის, ნატურალური ქართული ჩაის წარმოებას, ინოვაციური შეფუთვის ტექნოლოგიით - ე.წ ჩაის ჯოხები არის სპეციალური ლამინირებული ფოლგის კონუსური ფორმის „ჯოხი", რომლის ნახვრეტებიც საშუალებას იძლევა კარგად იმოძრაოს ცხელმა წყალმა და მაღალი ხარისხის ჩაი დაყენდეს. შესაბამისად „ჯოხის" ტიპის ჩაის პაკეტები აერთიანებს დასაყენებელი ჩაის მაღალ ხარისხს და ერთჯერადი ჩაის კომფორტული მომზადების წესს

პირველ ეტაპზე იგეგმება 4 ტიპის ჩაის გამოშვება:

·კლასიკური შავი

·მწვანე

·კარკადე

·მოცვი

მეორე ეტაპზე იგეგმება სხვადასხვა არომატის მქონე ჩაის გამოშვება მაგალითად: ხილის მიქსი, შავი ჩაი ვაშლით და დარიჩინით, ჩაი კომშით და დარიჩინით. პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 3 ადამიანი

განხორციელების ადგილი:ოზურგეთი

გუნდის შესახებ: ნინო გორგოშაძე 27 წლის, ESM ბიზნესს სკოლის ბაკალავრი, 7 წლიანი გამოცდილება საოპერაციო და ფინანსური ანალიზის მიმართულებით; იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უფროსი სპეციალისტი, ამჟამად არის Silknet-ის მართვის და აღრიცხვის სპეციალისტი; მარიამ ჭანკოტაძე დაამთავრა თსუ სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამჟამად არის Geolab -ის სტაჟიორ-თანამშრომელი. აქვს გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება; ქრისტინე მეფარიშვილი ESMბიზნეს სკოლის ბაკალავრი. მუშაობდა საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში, საინვესტიციო პროექტების კოორდინატორად, ამჟამად არის ამავე სააგენტოს საინვესტიციო და კვლევების დეპარტამენტის უფროსი

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 112,000 ლარი

„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია:100,000 ლარი

ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი

 


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016