2016-11-16

ხორცპროდუქტების მოძრავი მაღაზია-სამზარეულო

პროექტის დასახელება: ავსტრიული ხორცპროდუქტების მაღაზია-სამზარეულო, პორტატული სამზარეულო და დისტრიბუცია Ho Re Ca სეგმენტში

პროექტის შესახებ: პროექტი გულისხმობს თბილისში საფირმო მაღაზიის და ე.წ. „საჩვენებელი სამზარეულოს" გახსნას

მაღაზიაში წამოდგენილი იქნება Trunkel-ის ბრენდის სრული ასორტიმენტი

მაღაზიის ცალკე სექციაში კვალიფიციური შეფ-მზარეული ჩაატარებს მასტერკლასებს და ასწავლის მსურველებს წარმოდგენილი პროდუქციის მომზადების წესებს Trunkel-ის ექსკლუზიური რეცეპტებით 

პორტატული სამზარეულოს შექმნა:

კომპანია აპირებს სპეც. ავტომობილის შეძენას, რომელიც შეასრულებს მოძრავი/პორტატული სამზარეულოს ფუნქციას

აღნიშნული მანქანა იმოძრავებს საქართველოს ყველა კუთხეში სადაც კი ჩატარდება რაიმე სახის ფესტივალი, ღონისძიება, შეჯიბრება და ა.შ. და ადგილზევე მოამზადებს და გაყიდის Trunkel-ის პროდუქციისგან მომზადებულ კერძებს

პირველ ეტაპზე მაღაზიის მენიუში წარმოდგენილი იქნება ხუთი სახის კერძი:

  • ვენური შნიცელი - აღნიშნული კერძი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტრადიციულია ვენურ სამზარეულოში. კერძი მზადდება ხბოს ხორცისგან და მისი მომზადებისთვის საჭიროა დაახლოებით 25 წუთი
  • საქონლის და ბატკნის ხორცის ბურგერი ფეტას ყველით - კერძის მომზადებისთვის საჭროა საშუალოდ 25 წუთი
  • RIBEYE სტეიკი ცხარე მარინადში - კერძის მომზადების დროს ხდება ხორცის დამარინადება ნივრისა და ხახვის სოუსში. მომზადებისთვის საჭროა დაახლოებით 40 წუთი
  • კნაკერის სოსისი - აღნიშნული კერძის მომზადება ძალიან მარტივია და არ მოითხოვს ბევრ ინგრედიენტს, მიუხედავად ამისა, კნაკერის სოსისი დიდი პოპულარულობით სარგებლობს ავსტრიულ სამზარეულოში. კერძი მზადდება საშუალოდ 10 წუთში
  • KÄSEKRAINER - წარმოადგენს სოსისის ერთ-ერთ ნაირსახეობას რომელიც იწვება ნელ ცეცხლზე. კერძის მომზადება ძალიან მარტივია და მოითხოვს საშუალოდ 5 წუთს

პროექტის ფარგლებში დასაქმდება 6 თანამშრომელი

განხორციელებისადგილი: თბილისი

გუნდის შესახებ: გიგლა ქათამაძე 29 წლის,არის როგორც ავსტრიის, ასევე საქართველოს მოქალაქე (15 წელიწადზე მეტია რაც ავსტრიაში ცხოვრობს და საქმიანობს); 2007 წელს ავსტრიაში დაარსა კომპანია, რომელიც თამბაქოს რეალიზაციით იყო დაკავებული; 2013 წელს დააფუძნა შპს Austrian Trade Bridge. კომპანია ახორციელებს Trunkel-ის ბრენდის ხორცპროდუქტების იმპორტს ავსტრიიდან და საბითუმო რეალიზაციას საქართველოში

პროექტისჯამური ბიუჯეტი: 270,000 ლარი

„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია: 100,000 ლარი

ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 7 წელი

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016