დასახელება: IRC (ინფორმაციული ტექნოლოგიები)
პროექტის შესახებ: აპლიკანტთა გუნდს სურს სპეციალური CEM (Customer Experience Management) პროგრამის შექმნით, მოახდინოს უკუგების დროული მოგროვება და კლიენტი კომპანიისთვის მიწვდენა, რითაც ისინი აღნიშნულ პრობლემას გადაჭრიან. ეს საშუალებას მისცემს კომპანიებს კლიენტების უარყოფით თუ დადებით უკუგებაზე მოახდინონ რეაგირება
პროექტის ფარგლებში აპლიკანტთა გუნდი უმოკლეს ვადებში მოუმზადებს და ჩაუტარებს დამკვეთ კომპანიას კლიენტებთან ურთიერთობის გასაუმჯობელებლად კვლევას. არსებული კომპანიები აღნიშნულ კვლევის ჩატარებას 2-3 თვეს ანდომებენ, რაც თემის აქტუალურობის დაკარგვის რისკს ზრდის
•ეს კვლევები ძირითად შემთხვევაში ხვდება მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხელში და არ ხდება მისი გაზიარება სხვა თანამშრომლებისათვის მთელი კომპანიის მასშტაბით
•ხშირად ეს კვლევები ფრაგმენტულ რეალობას ასახავს და მოიცავს ინფორმაციას მხოლოდ კომპანიის მცირე ნაწილის შესახებ
•კომპანიები ვერ რეაგირებენ ტრადიციული კვლევით მიღებული კონკრეტული კლიენტის უკუგებაზე
•თუ კლიენტი დარჩა კომპანიის სერვისით უკმაყოფილო დარჩა, მისთვის ერთადერთი საშუალება კომპანიამდე მიაწვდინოს ხმა სოციალური ქსელი -Facebook-ია
•შედეგად კლიენტს აქვს ბევრად უფრო დროული და სრულყოფილი ინფორმაცია მათი მომხმარებლების განწყობაზე, თუ რას ფიქრობენ, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ
•პროდუქტი იძლევა როგორც კონკრეტულ კლიენტთან მუშაობის და მისი გამოცდილების გაუმჯობესების საშუალებას - ასევე მონაცემთა შეგროვებით და ანალიტიკით შესაძლებელია ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის გაუმჯობესება - მაგალითად:
•მენეჯმენტი შეძლებს შეადაროს სხვადასხვა ფილიალების, თანამშრომლების, დეპარტამენტების, პროდუქტების და სერვისების უკუგება და ამით გაიგოს რა არ მუშაობს კარგად და რა საჭიროებს გაუმჯობესებას
•სისტემა დაეხმარება HR -ს ბონუსები უფრო მეტ მაჩვენებელს მიაბას და უკუგების შედეგის მიხედვით უკეთ განსაზღვროს თანამშრომლების მუშაობის დონე
•პროდუქტის Tag ფუნქცია შესაძლებელს ხდის კომპანიის ყველა თანამშრომელი ხედავდეს მხოლოდ მისთვის აქტუალურ ინფორმაციას. მოლარიდან დაწყებული მენეჯმენტით დამთავრებული ყველა თანამშრომელს შეეძლება შეადაროს მისი მონაცემები სხვისას და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება
განხორციელებისადგილი: თბილისი
გუნდის შესახებ: ლევან კიზირია, სტრატეგიული განვითარება, ფინანსები, მარკეტინგი და გაყიდვები; სამუშაო გამოცდილება: EY; გიორგი კეთილაძე, მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი, ტექნიკური კონსულტაცია, იმპლემენტაციისა და სერვისი კურირება, პროდუქტის განვითარება და გაყიდვები; სამუშაო გამოცდილება: Deutsche Bank, KPMG; ოთარ ბიჭიაშვილი ტექნიკური ინფრასტრუტურის გამართვა, პროგრამის შემუშავება, ტექნიკური უზრუნველყოფა და განვითარება; სამუშაო გამოცდილება: Microsoft
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 115,000 ლარი
„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია: 100,000 ლარი
ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 7 წელი