2016-11-16

აგროპარკი

პროექტის დასახელება: აგროპარკი

პროექტის შსახებ:პროექტი გულისხმობს პლატფორმის შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნება უკვე გაშენებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების განთავსება (რომელზეც გაშენებულია სხვადასხვა სახის კულტურა) და მათი შეთავაზება ინვესტორებისთვის. აღნიშნული ნაკვეთის შეძენისას ინვესტორი გააფორმებს მენეჯმენტის კონტრაქტს ბაზარზე არსებულ გამოცდილ კომპანიასთან (ოპერატორთან)

აგროპარკის პლატფორმა შესაძლებლობას მისცემს ინვესტორებს, მცირე ინვესტიციით (მაგალითად, შესაძლებელი იქნება გაშენებული ბაღის შეძენა 50 მ2-დან) გახდნენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელები

პლატფორმა და შემოთავაზებული პროდუქტი გათვლილია საშუალო და მაღალ სეგმენტზე, რომელთა სურვილია ინვესტიცია განახორციელონ სოფლის მეურნეობაში და ასევე არ მიიღონ მონაწილეობა საოპერაციო საქმიანობაში (Silent Partner). ამასთან ერთად, მიწის დაყოფა მცირე ნაწილებად უფრო ლიკვიდურს ხდის ასეთ ინვესტიციას და შესაძლებლობასს აძლევს ინვესტორს განახორციელოს მცირე ინვესტიცია საწყის ეტაპზე

პირველ ეტაპზე დაგეგმილია სხვადასხვა მსხვილი ფერმერების მოძიება, რომელთა სურვილია სხვადასხვა მიზეზის გამო გაყიდონ კუთვნილი ბაღის/პლანტაციის მცირე ნაწილი (ჯამურად 20 ჰა) და ამავდროულად მიიღონ სარგებელი (Management Fee) აღნიშნული პლანტაციის მართვის სანაცვლოდ. შემდგომ მოხდება მიწის ნაკვეთების დანაწევრება მცირე ნაწილებად და მათი განთავსება პლატფორმაზე

პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება მიწის ნაკვეთების შესყიდვა, ასევე გადაწყვეტილების მიღება მიღებულ მოსავალთან დაკავშირებით (საბაზრო ღირებულებით გაყიდვა ან გაცვლა (მაგალითად, ყურძნის შემთხვევაში ღვინის მიღება), კუთვნილი მიწის გაყიდვა სხვა ინვესტორზე და ა.შ

პროექტის ფარგლებში დასაქმდება 4 თანამშრომელი

განხორციელებისადგილი: თბილისი

გუნდის შესახებ: გიორგი ნაკაშიძე, Galt & Taggart – Head of Coporate Advisory - ვორვიკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, წარსულში მუშაობდა დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა მსხვილ ორგანიზაციებში (J.P. Morgan, Citi); ზურაბ კაკაბაძე, OutofAxis– Tech Director (London) - ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული (M.Sc. Computer Science)

პროექტისჯამური ბიუჯეტი: 43,000 ლარი

„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია: 38,000 ლარი

ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016