პროექტის დასახელება: Eduroad
პროექტის შესახებ: EduRoad - წარმოადგენს ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს იმუშაოს საკუთარ თავზე, ანაცვლებს რეპეტიტორს და მიმზიდველს ხდის სწავლის პროცესს
Ø EduRoad –ის ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა საშუალებას აძლევს მოსწავლეს გაიაროს სპეციალური ინდიკატორის შემცველი ონლაინ ტესტირება მათემატიკაში,აღმოაჩინოს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე და გაიუმჯობესოს ცოდნა
Ø პროგრამის ალგორითმი უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ნამუშევრის ინდივიდუალურ ანალიზს, აწვდის მას შესაბამის თეორიულ მასალას და სახალისო სავარჯიშო ტესტებს დაშვებული შეცდომების აღმოსაფხვრელად
Ø არსებული გამოწვევები:
Ø მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომის ნაკლებობა
Ø ბავშვების დაბალი ინტერესი სწავლის მიმართ
Ø კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობა
Ø პროდუქტის კონცეფციის გასატესტად გუნდმა შეიმუშვა სპეციალური ინდიკატორის შემცველი ტესტი. ტესტირებაში მონაწილეობდა 4,000 მდე მოსწავლე, რომლებმაც გადაიხადეს საფასური.
Ø შედეგების საფუძველზე მომზადდა 300-მდე განსხვავებული Feedback
Ø გაფორმდება პარტნიორობის შეთანხმება Kings-თან:
Ø პირდაპირი წვდომა 1,500 სკოლასთან
Ø კავშირიKings-ის მოსწავლეთა კლუბის 120,000 წევრთან(საქართველო, პოლონეთი)
Ø მათემატიკის პროგრამა გათვლილია მე-2-დან მე-12 კლასებისთვის
Ø 2015/2016 სასწავლო წელს მე-2-დან მე-12 კლასების მოსწავლეების რაოდენობა - 456,372
Ø შეიქმნება პროგრამის სამი პაკეტი:
Ø ონლაინ ტესტები, პერსონალური feedback – 5 ლარი 1 თვე
Ø ონლაინ ტესტები, საშინაო დავალება, ვიდეო-გაკვეთილები, სასწავლო მასალები - 12 ლარი 1 თვე
Ø პერსონალური მასწავლებელი - 15 ლარი 1 თვე
Ø მე-2 წლიდან იგეგმება საგნების დამატება:
Ø ქართული ენა და ლიტერატურა
Ø ინგლისური ენა
Ø მომზადდება მათემატიკის პროგრამის ინგლისური ვერსია პოლონეთის ბაზრისთვის
პროექტის ფარგლებში დასაქმდება 7 ადამიანი
განხორციელებისადგილი: თბილისი
გუნდის შესახებ: დავით ქარცივაძე - პროდუქტის მენეჯერი პირველი ონლაინ გადახდების საიტი (paybox.ge), ამჟამად Kings-ის აღმასრულებელი დირექტორი; ნიკო ნიკოლაძე - maleo.ge -ს გენერალური მენეჯერი; ირაკლი ვეკუა - Kings-ის თანადამფუძნებელი
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 120,000 ლარი
„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია: 100,000 ლარი
ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი