2016-11-16

BOS - ბიზნეს საოპერაციო სისტემების ელექტრონული პლატფორმა

პროექტის დასახელება: BOS-ბიზნეს საოპერაციო სისტემების ელექტრონული პლატფორმა

პროექტის შესახებ: პროექტი გულისხმობს BOS (Business Operating Systems) - ბიზნეს საოპერაციო სისტემების - ელექტრონული პროდუქტების/მომსახურებების პლატფორმის შექმნას, რომლის მიზანია კომპანიებს დაეხმაროს და გაუმარტივოს პროცესები ყოველდღიურ საქმიანობაში, გახადოს სამუშაო პროცესი მარტივად აღრიცხვადი

აღნიშული პლატფორმა შექმნის ერთ ელექტრონულ სამუშაო სივრცეს და გაუმარტივებს მუშაობას ყველა რგოლის თანამშრომელს

•პლაფორმაში შევა სხვადასხვა კომპონენტები/მოდულები - მომხმარებელთა ურთიერთობის მენეჯერი (CRM), დავალებები, საკონტაქტო ინფორმაცია, კალენდარი, გეგმები, საბონუსე სქემა, ანგარიშები, ანალიზი და ა.შ

პლატფორმის უპირატესობები

ერთიანი ელექტრონული სამუშაო სივრცე ნებისმიერი პოზიციის ადამიანისთვის კომპანიაში

ქართულენოვანი და მარტივად გამოსაყენებელი აპლიკაცია

ყველა ინფორმაცია აკუმულირდება ერთიან სისტემაში, რაც ამცირებს ინფორმაციის დაკარგვის ან/და დავიწყების რისკებს

მისი გამოყენება შეუძლია როგორც ინდივიდუალურად ერთ თანამშრომელს ვიწრო მიმართულებისთვის, ასევე მთელ კოლექტივს, რათა კოორდინირებული იყოს მათი საქმიანობა და არ მოხდეს თანაკვეთა

ეფექტური სისტემა თანამშრომელთა გაწეული საქმიანობის შეფასებისთვის

ხელმისაწვდომი ფასი

პროექტის ფარგლებში დასაქმდება 9 ადამიანი

განხორციელებისადგილი: თბილისი

გუნდის შესახებ: ქეთევან ფირცხალაიშვილი, 34 წლის, სარეკლამო სააგენტოGingers.Ge დირექტორი; თამარ სოლომნიშვილი 31 წლის, გაყიდვების დირექტორი სარეკლამო სააგენტო Gingers.Ge;ნიკა ნიკაბაძე 35 წლის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

პროექტისჯამური ბიუჯეტი: 110,000 ლარი

„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია: 99,000 ლარი

ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი

 


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016