პროექტის დასახელება: ნანოტექნოლოგიით მიღებული ახალი აზოტშემცველი ცეოლითური სასუქი
პროექტის აღწერა:
•აზოტოვანი სასუქის ბაზარი საქართველოში 60 000 ტონამდე აღწევს;
•დღესდღეისობით აზოტის სასუქი აქვს რამდენიმე პრობლემა:
•NH4 იონს მცენარე სწრაფად ითვისებს, თუმცა მისი ზედმეტი რაოდენობით; მიწოდება მცენარის მოწამვლას იწვევს
•NH4 სწრაფად აორთქლებადია რაც დანაკარგებთან ასოცირდება
•NO3 იონს შედარებით ნელა ითვისებს მცენარე, თუმცა გამოირჩევა მაღალი წყალში ხსნადობით და სწრაფად „ირეცხება", რის გამოც მცენარე ვერ ასწრებს სასუქის შეთვისებას
•ამონიუმის გვარჯილის შეტანა ნიადაგზე მომხმარებელს დაახლოებით 2-3 ჯერ უწევს რაც დამატებით ხარჯებთან ასოცირდება
•პარტნიორების მიერ შექმნილი „ცეოლითური სასუქის" დამზადების ტექნოლოგია ემყარება ამონიაკური (NH4) და ნიტრატული (NO3) აზოტის ცეოლითის სტრუქტურაში შეყვანას
•ცეოლითი არის ფოროვანი მინერალი, რომელიც 300 მლნ ტონამდე მოიპოვება კასპის რაიონში სოფელ ზემო ხანდაკში
•პროდუქტი გამოირჩევა აბსორბაციის უნიკალური უნარით და შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მოლეკულური საცერი
•წარმოების მიზანია აზოტის გარკვეული რაოდენობის „მოთავსება" ცეოლითის სტრუქტურაში, რომელიც ნიადაგში შეიტანს და შემდეგ ნელ-ნელა გამოანთავისუფლებს მცენარისთვის საჭირო რაოდენობის აზოტს
პროექტის ფარგლებში დასაქმდება 8 ადამიანი
განხორციელებისადგილი: შიდა ქართლი
გუნდის შესახებ: გიორგი ილურიძე, რეპორტინგის მენეჯერი და ანალიტიკოსი ბანკ რესპუბლიკაში; გიგა რაზმაძე შპს UGT-ს გაყიდვების დეპარტამენტის მენეჯერი, აქვს დიდი გამოცდილება გაყიდვების და მარკეტინგის მხრივ; დავით მიქაბერიძე, უსახელაურის ვენახების მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი; თორნიკე წინწკალაძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ევროკრედიტის ხარისხის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი;
პროექტისჯამური ბიუჯეტი: 111,500 ლარი
„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია: 100,000 ლარი
ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი