2016-11-16

ორგანულ-მინერალური სასუქების წარმოება

პროექტის დასახელება: ორგანულ-მინერალური სასუქების წარმოება

პროექტის შესახებ:  შპს „აგროვიტა პროდაქშენ"-ი პროექტის ფარგლებში მიზნად ისახავს თხევადი ორგანულ-მინერალური სასუქების  დამამზადებელი საწარმოს შექმნას და  ადგილობრივი მეურნეებისთვის განსხვავებული და ეფექტური მცენარეთა გამოკვების საშულებების შეთავაზებას, იმპორტირებულ ანალოგებთან შედარებით უფრო მისაღებ ფასად 

• შპს „აგროვიტა" ახდენს ევროპულ მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქებისა და  თესლების იმპორტსა და რეალიზაციას
• აწარმოებს თხევად ჰუმინურ-ორგანულ სასუქს - „აგროვიტა"-ს, ფლობს „საქპატენტ"-ის მიერ გაცემულ      პატენტს  საწარმო ტექნოლოგიისათვის და ასევე - ბიო სერტიფიკატს პროდუქტზე 
• არსებული სასუქი იქნება  ორგანულ მინერალური სასუქის შემადგენელი ნედლეული  
• არსებულ სასუქს დაემატება ჰუმინური მჟავა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნიადაგის გაახალგაზრდავების პროცესს
• ასევე კავიტაციის საშუალებით მოახდენენ გრძელი უჯრედების „დაჭრას" რამაც სასუქი უნდა გახადოს ეფექტიანი 
• ჰუმინური მჟავის დამატება და კავიტაციის ტექნიკის გამოყენება არის ის ინოვაციები პროდუქტში,  რომელიც სასუქს ხდის ბევრად უფრო ხარისხიანს
• შპს „აგროვიტა" ამჟამად ატარებს სემინარებს, აქვს საკუთარი მაღაზიები და თავის პროდუქტს უკეთებს რეკლამას რეგიონალურ ტელევიზიებში, შესაბამისად მათ აქვთ ახლო წვდომა ფერმერებთან
• კომპანიის ჰუმინურ-ორგანულმა სასუქმა მოიპოვა ბაზრის 12% სულ რაღაც 4 წელიწადში
პროექტის ფარგლებში დასაქმდება 7 ადამიანი

განხორციელების ადგილი:  საგარეჯოს რაიონი 

გუნდის შესახებ: ლევან ასლანაძე -აქვს ხელმძღვანელად მუშაობის (კლინიკა „უნიკალის" დირექტორი) 18 წლიანი გამოცდილება,    შპს „აგროვიტა"-ში საინვესტიციო პროექტების მენეჯერია, სტუ-ს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევით ცენტრში მუშაობს უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე; კახაბერ ხუციშვილი  მრავალი კვლევის ავტორი და მონაწილე. 3 წელი ხელმძღვანელობდა გეოქიმიურ ლაბორატორიას ჰავანაში,   აქვს ხელმძღვანელად მუშაობის 20 წლიანი  გამოცდილება კომპანიებში: „აგროვიტა", „ფრუქტინა ფრეში", „აგროტექნიკს სოფლის მეურნეობა"
ოთარ ანდრიაშვილი  - მცენარეთა დაცვისა და გამოკვების საქმესთან აკავშირებს 15 წელზე მეტი სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება. 2009 წლიდან არის შპს „აგროვიტა"-ს გენერალური დირექტორი;
ქრისტო კახნიაშვილი  22 წელი ხელმძღვანელობდა დურმიშიძის სახ. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის აგროეკოლოგიის ლაბორატორიას. ამჟამად  კომპანია „აგროვიტას" ინოვაციური პროგრამების მენეჯერია. იგი არის 100-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის, 2 მონოგრაფიის, რამდენიმე გამოგონებისა და პატენტის ავტორი

პროექტის ჯამური  ბიუჯეტი: 96,000 ლარი
„სტარტაპ საქართველოს"  ინვესტიცია: 100,000 ლარი
ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016