2016-11-16

Tripplanner

პროექტის დასახელება: Tripplanner

პროექტის აღწერა: Tripplanner იქნება მაღალი ხარისხის პორტალი რომელიც მისცემს საშუალებას ტურისტს მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ, ააწყოს და იყიდოს ინდივიდუალური ტური

ასევე Tripplanner მძღოლ გიდებს აძლევს ცენტრალიზებულ პლატფორმას თავიანთი სერვისის გასაყიდად

გუნდი მიზნად ისახავს თვითორგანიზებულ ტურებთან ასოცირებული პრობლემების გადაჭრას, როგორიცაა:

- კომუნიკაციის არარსებობა მძღოლებსა და ტურისტებს შორის

- გაზრდილი მარჟბის შიში (უნდობლობა)

- გაუმართავი ავტომანქანებისა და მძღოლების უსაფრთხოება

- არასტანდარტული მომსახურება, რადიკალურად განსხვავებული მოლოდინისგან

ტურის შესაძენად ტურისტი იძულებულია დაუკავშირდეს რომელიმე ტურ-ოპერატორს, ელ.ფოსტის, ტელეფონის ან ადგილზე ოფისში მისვლის გზით რათა შეიძინოს მზა ტური. თუმცა დღეს ტურისტებს, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ურჩევნიათ თავად დაგეგმონ მოგზაურობა (booking.com; tripadvisor.com და სხვა საიტების საშუალებით). ტურების თვით-ორგანიზებასთან საქართველოში კი გარკვეული პრობლემები იქმნება, ხოლო Tripplaner-ის საიტის დახვეწილი ნავიგაცია გადაჭრის ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს და ტურისტს საშუალებას მისცემს:

-გაეცნოს ინფორმაციას სხვადასხვა რეგიონის ღირსშესანიშნაობებზე

-გეოგრაფიული ან თემატური კატეგორიის მიხედვით დალაგებული ტურისტული დანიშნულებისგან შექმნას ინდივიდუალური ტური

-ექნება ინფორმაცია ტურის ღირებულებაზე, ხანგრძლივობაზე და პირველივე დანიშნულების წერტილის არჩევისთანავე მიიღებს შეთავაზებას ახლოს მდებარე სხვა საინტერესო ადგილის სტუმრობაზე

პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე დასაქმდება 5 თანამშრომელი

განხორციელებისადგილი: საქართველო

გუნდის შესახებ: ეკატერინე თარხნიშვილი,გავლილი აქვს ტურიზმის და მარკეტინგის კურსები ესპანეთში; გააჩნია სამუშაო გამოცდილება მცირე ზომის სარეკლამო კომპანიაში

გიორგი გვაზავა,სწავლობს MBA-ს პროგრამას ESM-ში, გავლილი აქვს მრავალი კურსი ფინანსებსა და ბიზნეს ანალიტიკაში, - ამჯამად არის რისკების განყოფილების უფროსი VTB-ის კორპორატიულ დეპარტამენტში, ფლობს რამდენიმე ბიზნესს, მათ შორის საკონსულტაციო კომპანიას, არის მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 45,600 ლარი

„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია:32,000 ლარი

ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016