2016-11-16

კლინიკა ონლაინ

პროექტის დასახელება: კლინიკა ონლაინ (სამედიცინო მომსახურება)

პროექტის შესახებ:პროექტი გულისხმობს ონლაინ კლინიკის შექმნას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს 24 საათის განმავლობაში მიიღოს საფუძვლიანი კონსულტაციები კვალიფიციური და სერთიფიცირებული ექიმებისგან. ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობის საშუალებად გამოიყენება ინტერნეტ სივრცე, ისინი ერთმანეთთან მაღალი ხარისხის ვიდეო ზარების მეშვეობით ისაუბრებენ. ექიმს შეეძლება რეცეპტის ონლაინ რეჟიმში გამოწერა და გაგრძელება, თავის მხრივ მომხმარებელს საშუალება ექნება მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისით ისარგებლოს. ,,კლინიკა ონლაინ’’ გათვლილია მოსახლეობის ფართო ფენებზე. განსაკუთრებით იმ კონტიგენტზე, რომელთაც აქვთ დროის პრობლემა, ასევე ახალგაზრდა ოჯახებზე, რომელთაც ყავთ ერთი ან ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ,,კლინიკა ონლაინ’’-ის სერვისები:

·პროფილური კონსულტაცია

·ზოგადი თერაპევტი

·ბავშვთა პედიატრი

·ფსიქოლოგი

·ფარმაცევტი

·კლინიკებში გადამისამართება, რომლებთანაც წინასწარ იქნება შეთანხმებული პაციენტის მიღების დრო და ადგილი

·მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისი

 პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 22 ადამიანი

განხორციელების ადგილი:თბილისი

გუნდის შესახებ: არჩილ შველიძე 31 წლის, ფინანსისტი

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 80,000 ლარი

„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია:70,000 ლარი

ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი


+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016