პროექტის დასახელება: მობილური არქიტექტურა კონსტრუქციული სენდვიჩ პანელებით
პროექტის შესახებ: პროექტი გულისხმობს მობილური საცხოვრებელი ფართების (კოტეჯების და ერკერების) მშენებლობას კონსტრუქციული ტიპის სენდვიჩ პანელებით. ბიზნეს იდეის ინოვაციურობა მდგომარეობს არატრადიციული ტიპის სენდვიჩ პანელის დამზადებაში, რომელიც კონსტრუქციულია, ფიჭური სისტემისაა და საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას კარკასის აგებას არ საჭიროებს. ინოვაციური სენდვიჩ პანელებით აგებული მობილური საცხოვრებელი ფართების თვითღირებულება 30%- ით იაფია ვიდრე ტრადიციული სენდვიჩ პანელების გამოყენების შემთხვევაში. თავად პანელი პასუხობს მდგრადობის, სანიტარულ და სახანძრო ნორმებს და გააჩნია მთელი რიგი სხვა უპირატესობები. საქპატენტში უკვე შეტანილია განაცხადი აღნიშნულ გამოგონებაზე. პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 8 ადამიანი
განხორციელების ადგილი:ქუთაისი
გუნდის შესახებ: თეიმურაზ გოგოლაძე 62 წლის, კომპანიის გენერალური დირექტორი; ვახტანგ დვალიშვილი 67 წლის, წარმოების მენეჯერი, არის პროფესიით არქიტექტორი, მერიაში მუშაობდა 30 წელი მთავარი მხატვარის პოზიციაზე. კობა მურადაშვილი 36 წლის, შესყიდვების მენეჯერი, პროფესიით მექანიკოსი, მონაწილეობდა სატესტო პროდუქციის აწყობაში; მარიამ დვალიშვილი 34 წლის, მთავარი ბუღალტერი, დამთავრებული აქვს ა.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ამჟამად მუშაობს მერიაში
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 100,000 ლარი
„სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია:90,000 ლარი
ინვესტიციის გამოსყიდვის ვადა: 5 წელი