2023-12-18

„საქართველოს განვითარების ფონდმა“ საინვესტიციო სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა

„საქართველოს განვითარების ფონდმა" სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში" ახალი საინვესტიციო სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პროფილური მედია საშუალებების წარმომადგენლები და ეკონომიკური ექსპერტები დაესწრნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კაკულიამ გახსნა. „საქართველოს განვითარების ფონდის" საინვესტიციო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა წარადგინა. ფონდის ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ ისაუბრა, ხოლო ფონდის შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა გიორგი ლომიძემ დამსწრეებს დამწყები ბიზნესების ფინანსური მხარდაჭერის ახალი შესაძლებლობები გააცნო.
ვრცლად: https://fund.ge/site/news/655

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016