2016-06-30

"სტარტაპების" ღია კარის დღე ტექნოპარკში

დღეს 19 საათზე, ტექნოპარკში დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ელშეწყობის პროგრამის" გაცნობის მიზნით ღია კარის დღე გაიმართება. პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს კითხვა-პასუხის რეჟიმში დეტალურ ინფორმაცია მიაწოდებენ პროგრამაში მონაწილეობის წესების და პირობების შესახებსაპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ელშეწყობის პროგრამის" განხორციელება დაიწყოპროგრამის მიზანია მათ ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესიგანაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი +995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესითმოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები მოსახლეობისთვის პრეზენტაციებს რეგიონებშიც მართავენ. პირველი შეხვედრა 28 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიმართა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის და შიდა ქართლის მოსახლეობისთვის პრეზენტაციები გაიმართება 1 ივლისსღია კარის დღე ასევე დაგეგმილია 14 ივლისს და 28 ივლისს 19 საათზე ტექნოპარკში.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016