2018-12-27

"სტარტაპ-საქართველომ"გამარჯვებული პროექტის "ვაშლის ჩიფსების"პრეზენტაცია გამართა

  საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ-საქართველოს" გამარჯვებული პროექტის „ვაშლის ჩიფსების" პრეზენტაცია გორის რაიონის სოფელ დიცში, საოკუპაციო ხაზთან გამართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე , საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე , საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ,ფონდის წარმომადგენლები , მთავრობის წევრები და გამარჯვებული პროექტის ავტორები დაესწრნენ.   

   ვაშლის ჩიფსები" საპარტიორო ფონდის შვილობილი კომპანია „სტარტაპ-საქართველოს"ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვაციური ბიზნეს პროექტია , რომლის საშუალებითაც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ რეგიონში , ოკუპირებულ ტერიტორიასთან ყველაზე ახლოს, შეიქმნა ეკოლოგიურად სუფთა , ახალი ქართული პროდუქტის საწარმო .

იდეისა და შრობის ინოვაციური ტექნოლოგიის ავტორები  აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

პროექტი გულისხმობს ინოვაციური შრობის ტექნოლოგიით ვაშლის ჩიფსების წარმოებას , რომელიც სტანდარტული ჩიფსების ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივაა. იდეის განსახორციელებლად შერჩეული ინფრაწითელი შრობის ტექნოლოგია სრულიად უსაფრთხოა. მისი უპირატესობა ისაა, რომ პროცესის მიმდინარეობისას ნედლეულიდან მხოლოდ წყალი შრება და ვაშლში არსებული სასარგებლო ნივთიერებები უცვლელი რჩება.

შედეგად მიიღება სასარგებლო და ხრაშუნა ვაშლის ჩიფსები, ზეთში შეწვისა და ყოველგვარი დანამატების გარეშე.

ახალი ქართული პროდუქტი რადიკალურად განსხვავდება მსოფლიო ბაზარზე არსებული ხილის ჩიფსებისგან , რომელთა დამზადების ტექნოლოგია სხვადასხვაგვარია.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 000 ლარს შეადგენს , საიდანაც „სტარტაპ-საქართველოს"დაფინანსება 90 000 ლარია.

ამ ეტაპზე საწარმოში 11 ადამიანია დასაქმებული . ისინი ადგილობრივი სოფლის მაცხოვრებლები არიან. სტარტაპ-საქართველოს პრიორიტეტი სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა.

მწარმოებლები პროდუქციისთვის ვაშლს , ადგილობრივი ,10 ფერმერისგან ყიდულობს.

 დღეს ვაშლის ჩიფსების შეძენა შესაძლებელია პრემიუმ კლასის სუპერმარკეტებში.

კომპანია ახლო მომავალში  ბოსტნეულისგან ჩიფსების დამზადებას გეგმავს, რაც ასევე ინოვაციური მიმართულებაა.

აღსანიშნავია , რომ ვაშლის ჩიფსები   გაგზავნილია ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში , სადაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, როგორც ჯანსაღმა ეკოლოგიურად 100 % სუფთა პროდუქტმა. საპარტნიორო ფონდის ორგანიზებით „ვაშლის ჩიფსები" არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყანაში. 

„სტარტაპ-საქართველოს" ამ ეტაპზე 98 გამარჯვებული ყავს. მათ შორის , 78 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ  იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს .

 

 

 

G

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016