2016-06-28

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

 საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დამწყებისაწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" გაცნობის მიზნით რეგიონებში მოსახლეობისთვის პრეზენტაციების გამართვა დაიწყო. პირველი ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიმართა, სადაც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ, ინოვაციებისდა ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძემ, მისმა მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ და „სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა ვაჟა მენაბდემ ახალციხესა და ახალქალაქში პროგრამის დეტალებზე, მასში მონაწილეობის წესების და პირობების შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მთავრობის დავალებით, საპრტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანია მათ ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსიგანახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები დადაიწყონ საკუთარი ბიზნესიპროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარსგამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრომეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოსპროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ანპირთა ჯგუფი,ვისაც აქვსსიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისიგანხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსებასაპარტნიორო ფონდის მიერსპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთადშექმნის ახალკომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდიკაპიტალის სახითშეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამმოდელით, პროგრამის ბენეფიციარს ანამონაწილეობის სახით,მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ისოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისიბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულმცირე 45%-იანიშენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანიან მეტი წილისმფლობელი ახალკომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ანმოიძიოს სხვაინვესტორებიუნიკალური ინოვაციური იდეისშემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარისოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისიწილი კომპანიაში 95% იქნებაგანაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის17 ივნისიდან დაგაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი დაპროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსებულიაპროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელიხაზი +995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესითშემდეგპრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი 1 ივლისს გორსა და მცხეთაში გამართავს. ამასთან, მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს იწვევენ ღია კარის დღეზე, რომელიც გაიმართება: 30 ივნისს, 14 და 28 ივლისს, 19 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში.

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016