2018-10-05

საპარტნიორო ფონდმა "სტარტაპ-საქართველოს " გამარჯვებული პროექტის "Wehost"ის პრეზენტაცია გამართა

2018 წლის 5 ოქტომბერს „საპარტნიორო ფონდმა" „სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული პროექტის „Wehost"-ის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც „საპარტნიორო ფონდის" წარმომადგენლები, „სტარტაპ-საქართველოს" დირექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები დაესწრნენ.

 Wehost-ი წარმოადგენს პირველ Airbnb მენეჯმენტ კომპანიას საქართველოში, რომელიც თბილისში ტურისტული ნაკადის სწრაფი ზრდის ფონზე, ორიენტირებულია მაღალი სტანდარტების მასპინძლობის სერვისის შექმნაზე და ამავდროულად, მორგებულია იმ მოქალაქეების ინტერესებზე, რომლებსაც ტურისტების მომსახურებით სურთ მიიღონ შემოსავალი.

 კომპანია ქვეყნის ვიზიტორებს საქართველოში კომფორტულად მოგზაურობის საშუალებას აძლევს და სასტუმროს დონის მომსახურებას სთავაზობს. 

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016