საპარტნიოროფონდმა „სტარტაპსაქართველოს" გამარჯვებული პროექტის„სივრცის დამზოგველი
ავეჯის წარმოების" პრეზენტაცია „ფაბრიკაში" გამართა, რომელსაც საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი, გამარჯვებული
პროექტის ავტორები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე
მრავალფუნქციური, ინოვაციური ავეჯის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
ბოლო პერიოდში პრაქტიკულ,
მრავალფუნქციურ, მცირე ზომის ავეჯზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
სტარტაპ-საქართველოს გამარჯვებული პროექტისმიზანიააწარმოოსსივრცისდამზოგავიავეჯი,რომელიც სტანდარტულიავეჯისსივრცეს მხოლოდ
გამოყენების დროს დაიკავებს, სხვა შემთხვევაში კი დაიკეცება და კომპაქტურად გარდაიქმნება სხვა სახის ავეჯად.
სივრცის დამზოგავი ავეჯი ინოვაციურია და მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებსა და სურვილებზეა მორგებული. ამ ტიპის მაღალტექნოლოგიური ავეჯის გამოყენება
პრაქტიკულია მცირე ზომის ოფისებში,
საცხოვრებელ ბინებში, ჰოსტელებში და ა.შ. კომპანიამ უკვე წარმოადგინა რამდენიმე საინტერესო მოდელი და დამატებით მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნაზე.
ახალი სტარტაპის პროდუქციის შეძენა დედაქალაქში უკვე შესაძლებელია, უახლოეს მომავალში კი საქართველოსსხვადასხვა ქალაქშიც იქნება ხელმისაწვდომი.
„სტარტაპ საქართველოს” ამ ეტაპზე 90 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის,70 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.