2018-01-03

"სტარტაპ-საქართველომ" პროექტ "მიკრობოსტნეულის სათბურის"პრეზენტაცია გამართა

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული პროექტის - "მიკრობოსტნეულის სათბური" პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები და გამარჯვებული პროექტის  ავტორები  ესწრებოდნენ.

ბიზნეს იდეა გულისხმობს მიკრობოსტნეულის მოყვანას ჰიდროპონიკის მეთოდით. მიკრობოსტნეული  მცირე ზომის, მწვანილის ფორმის ახალგაზრდა ბოსტნეულია, რომელიც ძირითად კერძის ვიზუალისა და გემოს გასაუმჯობესებლად, ასევე გარნირად ან სალათის მოსამზადებლად გამოიყენება.

„კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს ცოცხალ ბოსტნეულს, რომელიც მინიმუმ 3 კვირა შეინახება სახლის პირობებში და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება" - აღნიშნა სტარტაპ-საქართველოს დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

 მიკრობოსტნეულში კონცენტრირებულია ბევრად მეტი ვიტამინი და მინერალი ვიდრე ზრდასრულ ბოსტნეულში ან მწვანილში, მის მოსაყვანად არ გამოიყენება სასუქი, ან რაიმე ქიმიური დანამატი.

მიკრობოსტნეულს აქვს მისივე ზრდასრული ბოსტნეულისა თუ მწვანილის იდენტური, მაგრამ გაცილებით მკვეთრად გამოხატული გემო.

 

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016