2017-10-30

პროექტმა აგროპარკმა სტარტაპ-საქართველოს ინვესტირებული თანხა დაუბრუნა და საპარტნიორო ფონდის კუთვნილი წილი სრულად გამოისყიდა

 

საპარტნიორო ფონდის პროექტ"სტარტაპ-საქართველოსა" და "აგროპარკს"შორის საპარტნიორო შეთანხმება 2017 წლის 27 იანვარს გაფორმდა და თანამშრომლობის მაქსიმალური ვადა 5 წლით განისაზღვრა.შეთანხმების გაფორმებიდან 8 თვის შემდეგ"აგროპარკმა"საპარტნიორო ფონდმიერ ბიზნესის განვითარებისთვის ინვესტირებული თანხა დააბრუნა და ფონდის კუთვნილი წილი სრულად გამოისყიდა.

ეს არის სტარტაპ-საქართველოს ფუნქციონირების მანძილზე პირველი პრეცენდენტი, როცა სტარტაპერმა ინვესტირებული თანხა დააბრუნა და ბიზნესის წარმოებას დამოუკიდებლად განაგრძობს .

შეგახსენებთ , პროექტი "აგროპარკი" ინვესტორებს მცირე ინვესტიციით სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შეძენის შესაძლებლობას აძლევს. პროდუქტი გათვლილია საშუალო და მაღალ სეგმენტზე, რომელთაც სურთ ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში განახორციელონ.

 

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016