2017-09-05

საპარტნიორო ფონდმა "სტარტაპ-საქართველოს" ექვსი გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გამართა

საპარტნიორო ფონდმასტარტაპ საქართველოს" ექვსი გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები და გამარჯვებული პროექტების ავტორები  ესწრებოდნენ. დამწყებ სტარტაპერებს სერთიფიკატები საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გადასცა.

„მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი ნებისმიერი ასაკის და შესაძლებლობის ადამიანს აძლევს შანსს დაიწყოს ბიზნესი. ინოვაციური ბიზნეს-იდეები და თანამედროვე ტექნოლოგიები , რომლებსაც  დღეს გამარჯვებული  სტარტაპერები გვთავაზობენ ტურიზმის, წარმოებისა და მომსახურების სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.  თითოეულ მათგანს წარმატებას  ვუსურვებ.  ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნეს- იდეების ეტაპობრივად განხილვას და ვფიქრობ კიდევ ბევრ საინტერესო ბიზნესს დავაფინანსებთ.". - აღნიშნა დავით საგანელიძემ.   

  სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში"    ფუნქციონირებას დაიწყებს ხელოვნური საფრენი აპარატების-დრონის საწარმო. კომპანია საწყის ეტაპზე აქცენტს სპორტულ და სამოყვარულო დრონების წარმოებაზე გააკეთებს, რომელიც ძირითადად გათვლილი იქნება საქართველოს ბაზრისთვის , თუმცა ეტაპობრივად პროდუქციის ექსპორტიც განხორციელდება.

სტარტაპი"AIRBINEBI”მენეჯმენტკომპანია  ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, გაამარტივებს წამყვან ტურისტულ საიტებზე ბინის გასაქირავებლად განთავსებას და უცხოელ სტუმრებს   სასტუმროს დონის მომსახურებას  შესთავაზებს.

 უცხოელი ვიზიტორებისთვის ასევე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება   „HOLOSSEUM”-  ანუ ჰოლოგრამული მუზეუმი თბილისის ტურისტულ ცენტრში , რომლის  საშუალებითაც  დამთვარიელებელს შესაძლებლობა ექნება  საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები ინტერაქტიული და ფოტორეალისტური ჰოლოგრამული მოდელების დახმარებით იხილოს და სხვადასხვა ტექნოლოგიური ინსტალაციებით  ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში იმოგზაუროს ..

საპარტნიორო ფონდისსტარტაპ-საქართველოს" კიდევ ერთი ახალი პროექტი პოლისტიროლ-ბეტონის ლეგო-ბლოკის წარმოებაა ,რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება მშენებლობებში  და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით   საზოგადოებას   სამშენებლო და ენერგო ხარჯებს შეუმცირებს.

რაც შეეხება სტარტაპს- „ Saturn.ge-  , ეს არის ვებ-აპლიკაცია , რომელიც  მოახდენს  მომხმარებებლის და მისი კონკურენტის სოციალური მარკეტინგის წარმატების და წარუმატებლობის ვიზუალიზაციას და სტატისტიკური ანალიზის შედეგებს  , მარტივი , ადვილად გასაგები ინტერფეისის საშუალებით წარუდგენს

სტარტაპი, სახელწოდებით  „დესკომიმომხმარებელს საშუალებას მიცემს  საკუთარი ლეპტოპი ვირტუალურ სივრცეში ატვირთოს და მხოლოდ ბრაუზერის გამოყენებით ,ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შევიდეს საკუთარ დესკტოპზე .გარდა ამისა მომხმარებელი შეძლებს  იმეილების  და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ინტეგრაციას , რაც უფრო მოსახერხებელს გახდის მუშაობის პროცესს.

სტარტაპ საქართველოს ამ ეტაპზე 85 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 65 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის . გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს .

+995 32 2 03 31 23

INFO@STARTUP.GOV.GE (ს/ნ 404515468)

v. beriZis 6, Tbilisi 0108

startap saqarTvelo

inovaciuri biznes xelSewyobis programa

© 2016